საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფრანგულ გამოცემა sofoot-ს ვრცელ ინტერვიუ მისცა. ვაი სირცხვილო და, ირკვევა, რომ მან საქართველოს ფეხბურთს ფედერაციასთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა. საქართველოში, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის კონტრაქტის ამბავს,თურმე, საფრანგეთიდან უნდა ვიგებდეთ… აი, რას ამბობს ვილი სანიოლი ჩვენს ფრანგ კოლეგებთან საუბრისას: „პროექტი მომეწონა, რადგან ახალი გუნდის შენება შემომთავაზეს. თავიდან ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, რომელიც...
დინამომ ლიგაში ზედიზედ მეორედ მოიგო
თბილისის „დინამომ“ წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში 8 მარცხის შემდეგ, ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს თავი აარიდა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა შინ სერბული „რადნიჩკი“ მიიღო და 13:8 დაამარცხა. მატჩის ბედი პირველ მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ქართველებმა 4:0 მოიგეს. შემდეგი მეოთხედები თანაბრად წარიმართა – მეორე და მესამე ფრედ დასრულდა, ბოლოს „დინამომ“ უპირატესობას ერთი გოლიც დაამატა და...
სანდრო მილუოკიში 12 ქულით დაბრუნდა
სანდრო მამუკელაშვილი მილუოკიში დაბრუნდა, ოღონდ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ. ქართველი ფორვარდის უშუალო მეტოქე მოედანზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კალათბურთელი და სანდროს მეგობარი, იანის ადეტოკუნბო გახლდათ. „სან ანტონიოსთვის“, უფრო ზუსტად, გუნდის ლეგენდარული მწვრთნელისთვის, გრეგ პოპოვიჩისთვის ამ მატჩის შედეგს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის, „სან ანტონიო“ კი ბოლო ადგილზეა და წარსული დიდების...
ოსიმენი მღერის და ქველმოქმედებას ეწევა
ვიქტორ ოსიმენი ნიგერიის ნაკრებშია, სადაც მთელი წელიწადი არ ყოფილა. „სუპერ არწივებს” აფრიკის თასის ორი შესარჩევი თამაში ელით გვინეა ბისაუსთან, 24 მარტს შინ და 27 მარტს სტუმრად. გულშემატკივრები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თავდამსხმელს გოლების იმედით შეჰყურებენ, მაგრამ „ნაპოლის” ცენტრალური თავდამსხმელი თავისი ერის წინაშე სხვა მოვალეობებსაც გრძნობს. მას დიდი პროექტი აქვს ჩაფიქრებული, რომლის ხორცშესხმას სამშობლოდან იწყებს. ნიგერიულ...
რამადანი ნაპოლიშიც დაიწყო
ეს ბოლო წლების სიახლეა, რომელმაც იტალიელი გულშემატკივარი თავიდან გააკვირვა, აღაშფოთა კიდეც; კლუბების სამედიცინო პერსონალი საგონებელში ჩააგდო, თუმცა ნელ-ნელა ყველა შეეგუა. რამადანი დაიწყო: მართლმორწმუნე მუსლიმების მარხვა, რომლის დაცვაც მათთვის ხუთი სავალდებულო მცნებიდან ერთ-ერთია. რამადანის ფაქტორი სერია A-ში ყოველწლიურად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. 29 დღის განმავლობაში მუსლიმი ფეხბურთელები რიჟრაჟიდან დაბინდებამდე არაფერს შეჭამენ და დალევენ. სარწმუნოება გამონაკლისს ითვალისწინებს,...
მინუს მექვაბიშვილი…
საქართველოს ნაკრები მარტის მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს. შეკრების მესამე დღეს, ვილი სანიოლის გუნდმა ისევ „დინამოს“დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ნაკრებმა ვარჯიში სრული შემადგენლობით დაიწყო, თუმც ტრავმის გამო გუნდს ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა. მოგეხსენებათ, მონღოლებთან ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 მარტს გამართავს. 28 მარტს კი, ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება....
სკანდალი ნიდერლანდებში
ნიდერლანდების ჩემპიონატში სკანდალია – „აიაქსის“ კაპიტანმა დუშან ტადიჩმა თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საპატივცემულოდ სამგლოვიარო სამკლაურის ტარებაზე უარი თქვა. მერე „ფეიენოორდის” თურქმა ფეხბურთელმა ორკან კეკჩუმ ტადიჩს ხელი არ ჩამოართვა. ეს ეპიზოდი სატელევიზიო კამერების ობიექტივებში მოხვდა და დისკუსიის საგანი გახდა. კეკჩუს ასეთი ქმედების მიზეზი, ცხადია, ტადიჩისგან სამკლაურზე უარის თქმა გახდა. ხოლო, რატომ მოიქცა სერბი...
გვილია და ლეგია…
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვაკო გვილია ვრაშავის „ლეგიას“ სამწვრთნელო შტაბის თანხმობით, გუნდთან ერთად ივარჯიშებს. „საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი, „ლეგიას“ ყოფილი ფეხბურთელი ვალერიან გვილია, გუნდის სამწვრთნელო შტაბის თანხმობით, გუნდთან ერთად ივარჯიშებს. გვილია მუხლის ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენას ცდილობს. კლუბი მას მისცემს შესაძლებლობას, გუნდთან ერთად ივარჯიშოს და სასურველი ფორმა აღიდგინოს. ის სამშაბათიდან ვარჯიშობს“. შეგახსენებთ, რომ ქართველი ნახევარმცველი „ლეგიაში“ 2019-21...
თელავმა ცეცაძე გაუშვა
ეროვნულ ლიგაში წლეულს პირველი სამწვრთნელი ცვლილება მოხდა – ხუთი ტურის შემდეგ „თელავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მწვრთნელ გია ცეცაძეს დაემშვიდობა. „საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარ მწვრთნელ გიორგი ცეცაძეს დაემშვიდობა. კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და გვერდში დგომისთვის, სამომავლოდ კი ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს“, – წერია კლუბის განცხადებაში. ვინ შეცვლის ცეცაძეს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ითქვა,...
მომავლის სანდრო
სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოში“ გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 23 წლის ქართველმა ფორვარდმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 25.20 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ტეხასელებმა კი, ნიუ ორლეანში უშანსოდ წააგეს – 84:119. მამუკელაშვილისთვის „სან ანტონიოში“ აქამდელი საუკეთესო შედეგი 12 ქულა იყო. სან ანტონიოს ფლეი ოფში გასვლის შანსი...









