საქართველოს ნაკრები 25 მარტს მონღოლეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ნორვეგიასთან შეხვედრით დაიწყებს. ამ თამაშებისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შემადგენლობა რამდენიმე დღის წინ დაასახელა, მაგრამ მასში ერთი იძულებითი ცვლილება უკვე მოხდა – ნაკრებს ტრავმის გამო დანიური „კოპენჰაგენის“ მცველი დავით ხოჭოლავა გამოაკლდა, მის ნაცვლად სანიოლმა გუნდში ბათუმის „დინამოს“ კაპიტანი მამუკა...
ახალი მურალი ნეაპოლში: კვარა და ოსი
მურალი: კედლის მხატვრობა, ფრესკა; მონუმენტური ფერწერა — ასე წერია უცხო სიტყვათა ლექსიკონში. მურალი აერთიანებს ფრესკას, გრაფიტის, მოზაიკას და სხვას. ჩვენთვის, ქართველებისთვის ფრესკა ისტორიულად არის ცნობილი, ტაძრებში ჯერ კიდევ როდინდელი შედევრები გვაქვს, კედლის მხატვრობის სხვა ფორმები კი ახლა იმკვიდრებს ფეხს. ნეაპოლში ასე არ არის. ნეაპოლი აგერ უკვე 30 წელზე მეტია დიეგო მარადონას მურალებით არის გადავსებული და...
მხეცი ქართველი
„ვალენსიამ” მადრიდში „ატლეტიკოსთან” 0:3 წააგო და როგორც ვალენსიური superdeporte წერს, ეს იყო ახალი, მიმდინარე სეზონში რიგით მესამე მწვრთნელის რუბენ ბარახას ხელმძღვანელობით ჩატარებული ყველაზე ცუდი თამაში. საოცარი ის გახლდათ, რომ ხელების შლისა და საჯაროდ ნერვიულობის გარდა „ღამურებს” სახეირო არაფერი გაუკეთებიათ. როდესაც აგებდნენ, ბურთის წასართმევად მეტოქეს ჟინით არც კი ესხმოდნენ თავს. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, გავლენიანი AS...
პარი სენ-ჟერმენი 180 მილიონს იხდის…
ფრანგული პრესა იუწყება, რომ პსჟ მზადაა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში 180 მილიონი ევრო გადაიხადოს. „წარმოუდგენელი სიახლე გავრცელდა პარიზულ კლუბთან დაკავშირებით, რომელიც „ნაპოლის“ ქართველი შემტევის შესაძენად შეთავაზებას ამზადებს. ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში ბრწყინვალე თამაშით, პირველივე სეზონში უამრავი გუნდი დააინტერესა. ის სულ უფრო ხშირად ხდება დიდი ევროპული კლუბების სამიზნე. ქართველი ვარსკვლავი პსჟ-ის ინტერესთა სფეროშიც მოხვდა. ფრანგულმა კლუბმა „ნაპოლის“ მოთხოვნების...
ესპანეთში, მგლებზე სანადიროდ
კვირას, თბილისის დროით 23 საათზე, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში ფრანგი რეფერი ლუდოვიკ კეირი სასტვენს ჩაბერავს, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ დაიწყო „რაგბი ევროპის“ 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი. ევროპაში ფინალები მხოლოდ სარაგბო საკლუბო ევროტურნირებზე იმართება, მაგრამ 19 მარტის შემდეგ ევროპის ჩემპიონატიც ამ მარაქაში გაერევა. აქამდე, ანუ 2000-დან 2022 წლის ჩათვლით ევროპული რაგბის მეორე ეშელონი პირველის მსგავსად,...
ჯაიანი დაბრუნდა!
საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში მორიგი, 24-ე ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 13-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ლიგაში სატურნირო ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ეს როგორც ლიდერთა ჯგუფს ეხება, ისე გასავარდნი ზონის წარმომადგენლებს. ერთპიროვნულ ლიდერ „ოიონაქსს“ პირველობა ფაქტობრივად განაღდებული აქვს, რადგან დღეისთვის ეს გუნდი უახლოეს მდევარ „გრენობლს“ მთელი 19 ქულით...
თუ ტიტული მოვიგეთ ვერაფერს წამოგვაძახებენ…
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, სხვებთან შედარებით გამორჩეული წყვილი „მანჩესტერ სიტი“ – „ბაიერნია“. წილისყრის შემდეგ მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარი მიუნხენელთა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გააკეთა „მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირება ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. თუ საბოლოოდ ტიტულს მოვიგებთ, ვერავინ წამოგვაძახებს და იღბალსა და ათასგვარ სისულელეებზე ვერავინ ილაპარაკებს. ჩვენი ტრიუმფი ძალიან ღირებული და შესანიშნავი იქნება. ძალიან რთული ჯგუფური ეტაპი გავიარეთ („ბაიერნს“ ჯგუფში მეტოქეებად...
ფინალი, რომელიც მომნუსხავად ახლოა…
ნეაპოლში, საზოგადოება წილისყრის შედეგებს, საკმაოდ ოპტიმისტურად შეხვდა! აი, ლუჩანო სპალეტი კი არ ღალატობს საკუთარ პრინციპს – „ვისაც კენჭისყრის შედეგი უხარია, იგი საქმეში ჩაუხედავია…”. ჩემი აზრით, მონაწილე გუნდის მწვრთნელის მხრიდან, ეს სიტყვები აბსოლუტურად სწორი, გამართლებულია. მეტიც, მე ვთვლი, რომ ეს არ გახლავთ “დიპლომატიური პოზა”. “მხოლოდ პაოლო მალდინის აქვს მოგებული 5 ტიტული…” – ესეც სპალეტის სიტყვებია და...
ერთი წყალს ასხამს, მეორე ნავთს
არც „მანჩესტერ სიტი”, არც „რეალი” და ასე განსაჯეთ არც „ბაიერნი” — იღბალმა „ნაპოლის” ხელის ერთი მოქნევით, პროცენტებით დაუბრუნა ვალი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ადრინდელი წილისყრების გამო მართებდა. „აინტრახტის” შემდეგ „აძურის” შეხვდა „მილანი” (12 აპრილს გუნდები „სან სიროზე” თამაშობენ, 6 დღის მერე კი საპასუხო მატჩია „მარადონაზე”) და თუ აჯობებს, ნახევარფინალში „ინტერსა” და „ბენფიკას” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამჯერად...
სად არის სანე?
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა პერუსა (25 მარტი) და ბელგიასთან (28 მარტი) ამხანაგური მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი, მაგრამ ფლიკის ეს გადაწვეტილება ადრევე ცნობილი იყო. მათთან შედარებით, მოულოდნელი იყო ლეროი სანეს ნაკრებს მიღმა დატოვება, თუმცა ბოლო პერიოდში სანეს „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაშიც უჭირს მოხვედრა. გერმანიის ნაკრების შემადგენლობა...









