ფრანგული პრესა იუწყება, რომ პსჟ მზადაა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში 180 მილიონი ევრო გადაიხადოს.
„წარმოუდგენელი სიახლე გავრცელდა პარიზულ კლუბთან დაკავშირებით, რომელიც „ნაპოლის“ ქართველი შემტევის შესაძენად შეთავაზებას ამზადებს. ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში ბრწყინვალე თამაშით, პირველივე სეზონში უამრავი გუნდი დააინტერესა. ის სულ უფრო ხშირად ხდება დიდი ევროპული კლუბების სამიზნე.
ქართველი ვარსკვლავი პსჟ-ის ინტერესთა სფეროშიც მოხვდა. ფრანგულმა კლუბმა „ნაპოლის“ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შესაძლოა, წარმოუდგენელი თანხა – 180 მილიონი ევროც კი გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში ეს ტრანსფერი „ნაპოლის“, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სოლიდურ მოგებას მისცემს, იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ, კვარაცხელია გუნდში დაახლოებით 10 მილიონ ევროდ გადავიდა“, – წერენ ფრანგები.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
