ხოსე ბორდალასი ის მწვრთნელია, რომელიც გასულ სეზონში „ვალენსიას” ედგა სათავეში. სწორედ მან გაუხსნა გზა ტოპ-ფეხბურთისკენ ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს, რომელიც მას მერე რეგულარულად იცავს „ჩეების” კარს.
ესპანეთის ერთ-ერთი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ბორდალასმა, რომელიც ამ ეტაპზე არსად მუშაობს, „ვალენსიაზე”, რომელიც მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ასე თქვა:
„მართალია, კლუბში ცოტა ხანი დავყავი, მაგრამ ვხედავდი, რომ საქმე აქეთ მიდიოდა. ჩვენ ვიყავით ძალიან დინამიკურ, რთულ მდგომარეობაში, რომელშიც „ვალენსიას” დონის გუნდი არ უნდა ხვდებოდეს. სამწუხაროდ, რასაც ველოდი სწორედ ის მოხდა”.
მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ბორდალასი ფიქრობს, რომ „ვალენსია” გადარჩება და მაინც მწვრთნელი გუნდის ახლანდელ მდგომარეობას მშვიდად ვერ უყურებს.
„სევდა მიპყრობს, როდესაც ვხედავ რომ „ვალენსიას” ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის უწევს ბრძოლა. მე ამ კლუბთან პირნათელი ვარ. ამოცანებს და მოლოდინებს თავი გავართვი. თან გუნდით, რომელიც იმ მომენტში მეტისმეტად რთულ და დელიკატურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჩვენ თამაშის წაუგებლად გავედით სამეფო თასის ფინალში, ჩემპიონატში კი მე-9 ადგილი ისე დავიკავეთ, რომ ქვემოთ ერთხელაც არ ჩაგვიხედავს. ვფიქრობ, დიდი სამუშაო გავწიეთ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/10/2026 | 09:09ფრანგული საიტი ოქროს ბურთზე ჭორაობს
აქეთურ-იქითური22/10/2026 | 09:33პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?
სიახლეები22/10/2026 | 07:44დემბელეს და მარკინიოსის რამდენიმე კვირა
მთავარი ამბავი22/10/2026 | 06:49კვარას კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებენ
