28 მარტს, საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის შესარჩევ ციკლს ბათუმში, ნორვეგიის ნაკრებთან მატჩით იწყებს. ამ თამაშისთვის ვილი სანიოლმა შემადგენლობა დასახელა, მაგრამ 18 მარტს განაცხადში პირველი ცვლილება მოხდა – საქართველოს ნაკრების ოფიციალური გვერდზე (www.nakrebi.ge) ვკითხულობთ:
„საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ცლილებაა. მარტში გასამართი მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას, მუხლის ტრავმის გამო, დავით ხოჭოლავა გამოაკლდა. მის ნაცვლად, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, გუნდში ბათუმის „დინამოს“ მცველი, მამუკა კობახიძე გამოიძახა“.
მაგრამ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, 19 მარტს, დანიის ჩემპიონატის სუპერლიგში, „კოპენჰაგენისა“ და „ვიბორგის“ შეხვედრაში „ტრავმირებულმა“ დავით ხოჭოლავამ „კოპენჰაგენის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა…
ალავერდი ფეხბურთის ფედერაციასთან – რა ხდება??? არ გვსურს დავიჯეროთ, რომ პასუხი ამ ფოტოზეა…

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
