ცნობილი ამბავია, რომ თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელი ლუკა პარკაძე ზაფხულიდან კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი რა ხანია გაფორმებულია – ლუკა გერმანიაში ივნისში გაემგზავრება და ვარჯიშს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად შეუდგება.
გერმანიაში გამგზავრებამდე კი პარკაძე „გაგრაში“ ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა – პარკაძე „გაგრაში“ „დინამოდან“ იჯარით გადავიდა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
