ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში კიდევ ერთხელ აღიარეს – ქართველი შემტევი თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოკითხავში ხვიჩამ ოსიმენს, დი მარიას, ბაშიროტოსა და მირანჩუკს აჯობა.
წინა თვეში ჩატარებულ სერია A-ს 4 მატჩში ხვიჩამ 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
„კვარაცხელია პირველი ფეხბურთელია, ვინც თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ერთ სეზონში მეორედ (პირველად აგვისტოში) მიიღო. ის თვიდან თვემდე სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ლიგაზე, შთამბეჭდავად გამოიყურება ჩინებული გოლებითა და საგოლე პასების შესანიშნავი უნარით.
ფაქტია, მას უკვე 10 გოლი აქვს გატანილი, ხოლო საგოლე პასებით სულაც ლიდერია სერია A-ში. კვარაცხელიას უკვე ახლავე შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ მსოფლიო ფეხბურთის დღევანდელობისა და მომავლის ერთ-ერთი ვარსკვლავი”, – ასე შეაფასა ქართველი ფეხბურთელის მორიგი აღიარება სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
