„ლა გაძეტა დელო სპორტმა” სცადა გაეანალიზებინა, რატომ თამაშობს „ნაპოლი” მიმდინარე სეზონში ასე ძლიერად და ერთ-ერთ მიზეზად კლუბის სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯიუნტოლის სწორი მუშაობა დაასახელა.
„კულიბალის, ინსინიესა და მერტენსის წასვლა წესით ეტაპის დასრულებასა და „ნაპოლის” შემადგენლობაში სიცარიელის გაჩენას მოასწავებდა. კიმისა და კვარაცხელიას მოყვანა, სანამ მათზე ალაპარაკდებოდნენ, დიდ გაურკვევლობას ჰგავდა, რასპადორისა და სიმეონეს ყიდვა კი სარისკო კაპიტალდაბანდებას. სინამდვილეში ჩამოთვლილთაგან ყველა დიდი განახლების მიზეზი გამოდგა.
გაირკვა, რომ კვარა არის დიდებული ფეხბურთელი, რომელმაც გუნდს სავარაუდოდ მისცა ის, რასაც ინსინიე ვეღარ აძლევდა: ქართველს აღმოაჩნდა საჯარიმო მოედნის მიმართულებით გამწვავების დიდებული უნარი, მაშინ როდესაც ყოფილი კაპიტანი მეტწილად პერიფერიაზე ტრიალებდა.
კორეელმა ისეთი პროგრესი განიცადა, რომ დაცვაში სივრცის ჩასაკეტად იდეალური ვარიანტი გამოდგა, ორმა ფორვარდმა კი სხვადასხვა მომენტებში გადამწყვეტი სიტყვა თქვა: ჩოლიტომ „მილანსა” და „რომასთან” პრინციპული შეხვედრების ბედი გადაწყვიტა, ხოლო რასპადორიმ ჩემპიონთა ლიგაში გააკეთა დიდი საქმე.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
