„ვარჯიში თერთმეტზეც რომ იყოს, დილაობით ცხრის ნახევარზე ვდგები. „კასტელ ვოლტურნოში” ათზე ვიკრიბებით, თუმცა მე ათის ნახევარზე უკვე იქ ვარ. იქ მიყვარს საუზმობა. სახლიდან ასე ცხრისთვის გავდივარ. მიყვარს თანაგუნდელებთან ცოტა ადრე შეხვედრა, მათი მოკითხვა და გასახდელებში ტრიალი. მომწონს ერთ-ერთი პირველი რომ ვარ, ვინც ვარჯიშზე ცხადდება”, — ასე დაიწყო „ნაპოლის” არგენტინელ თავდამსხმელთან ჯოვანი სიმეონესთან ინტერვიუ Drive&Talk-ის ფორმატში....
ჭდე: ჯოვანი სიმეონე
ჩოლიტოს პოსტ-იმობილეს ეპოქისთვის ამზადებენ
არგენტინელი ფეხბურთელისთვის, რომელიც მარადონაზე ფილმების ცქერით გაიზარდა, „ნაპოლიზე” უკეთესი კლუბი არ არსებობს. ჯოვანი სიმეონესთვის, რომელმაც გასულ სეზონში ლურჯი მაისურით რამდენიმე გოლი გაიტანა და სკუდეტო მოიგო, რაც „პარტენოპეელებს” მარადონას მერე არ გაუკეთებიათ, ეს ორმაგად მნიშვნელოვანია, მაგრამ აი დადგა ახლანდელი სეზონი და აღმოჩნდა, რომ „ჩოლიტო” სათადარიგო ფეხბურთელია, რომელიც მეტწილად სკამზე ზის და გოლები ვეღარ გააქვს: ყველა შეჯიბრებაში...
ინტერმა სუპერთასი მოიგო, მაცარი გაცხარდა
„ინტერმა” იტალიის სუპერთასი მოიგო, ლაუტარო მარტინესის მიერ 91-ე წუთზე გატანილი გოლით „ნაპოლის” 1:0 მოუგო. ნეაპოლელებისთვის შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში გარდა იმისა, რომ დიდების დარბაზს ჯილდოს შეჰმატებდნენ, საკუთარი თავის რწმენასაც დაიბრუნებდნენ, მაგრამ არ გაუმართლათ. მატჩის წინ ფავორიტად „ინტერს” ასახელებდნენ. „ნერაძურიმ” ნახევარფინალში „ლაციოსთან” დიდი ეფექტი მოახდინა, მაგრამ ფინალში იტალიის ჩემპიონთან შედარებით ასეთივე დიდი უპირატესობა ვერ...
ოცდაცამეტი წლის წინანდელ ზეიმზე ნაცვამი მაისურა
სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრაში „ნაპოლიმ” „სამპდორიას” მოუგო 2:0. ჩემპიონატის ბოლო გოლი არგენტინელმა თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ გაიტანა. ეს გახლდათ შორიდან შეგდებული ეფექტური გოლი, რის შემდეგაც „ჩოლიტომ” „ნაპოლის”, არგენტინის ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის დიეგო მარადონას მაისური ააფრიალა. მატჩის დამთავრების შემდეგ სიმეონემ ინსტაგრამზე დაწერა, თუ ვინ მიაწოდა მას მარადონას მაისურით ზეიმის იდეა. „ბედნიერი ვარ უნიკალური მომენტის...
ჯოვანი სიმეონე: კვარა ნამდვილი მხეცია. ისევე როგორც ვიქტორი
ესპანურმა გაზეთმა AS ინტერვიუ ჩამოართვა „ნაპოლის” ფეხბურთელს, მადრიდის „ატლეტიკოს” მწვრთნელის დიეგო სიმეონეს ვაჟს ჯოვანი სიმეონეს, რომელმაც „აძურის” შემადგენლობაში 751 წუთი ითამაშა, მაგრამ ამ არცთუ დიდ დროში 8 გოლი გაიტანა და სკუდეტოს მოპოვებაში თავისი დიდი წვლილი ითამაშა. სიმეონეს „პარტენოპეელთა” ძირითადში უფრო ხშირად მოხვედრა ვიქტორ ოსიმენთან კონკურენციის გამო უჭირს. გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტებს. — ჯოვანი, თქვენ იტალიის ჩემპიონი...
მამას რასაკვირველია შურს
„ფიორენტინასთან” გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლის” არგენტინელმა თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ „სქაი სპორტს” მისცა ინტერვიუ: — სკუდეტოს მოგება ენით აუწერელი ემოცია იყო. მე ვარ დიეგოს მერე პირველი არგენტინელი, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახდა. კიდევ არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ცხადია. მინდა შემდეგი კვირის განმავლობაში ქალაქში ვიარო და ფანებს შევხვდე. ყოველ დღე მეტად და მეტად მიყვარდება ნეაპოლი და ნეაპოლელები. როდის...
სასტუმროში დაკარგული სკუდეტოს გამოძახილი
დღეს „ნაპოლი” „ლაციოს” მასპინძლობს. სტატისტიკის თანახმად, შინ ნეაპოლელებს რომაელებთან აგერ უკვე ზედიზედ შვიდი შეხვედრა არ წაუგიათ: 6 მოუგეს და 1 ფრედ ითამაშეს. ბოლოს „ლაციომ” ნეაპოლში 2015 წლის 31 მაისს გაიმარჯვა (4:2). მაშინ „აძურის” მწვრთნელი რაფა ბენიტესი იყო. დღევანდელი მატჩის მონაწილე გუნდებისა და ადამიანების ბედი ძალიან არის გადახლართული. ეს განსაკუთრებით კარგად 2018 წლის ისტორიიდან ჩანს, როდესაც...
კვარამ გუნდს მისცა ის, რასაც ინსინიე ვერ აძლევდა
„ლა გაძეტა დელო სპორტმა” სცადა გაეანალიზებინა, რატომ თამაშობს „ნაპოლი” მიმდინარე სეზონში ასე ძლიერად და ერთ-ერთ მიზეზად კლუბის სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯიუნტოლის სწორი მუშაობა დაასახელა. „კულიბალის, ინსინიესა და მერტენსის წასვლა წესით ეტაპის დასრულებასა და „ნაპოლის” შემადგენლობაში სიცარიელის გაჩენას მოასწავებდა. კიმისა და კვარაცხელიას მოყვანა, სანამ მათზე ალაპარაკდებოდნენ, დიდ გაურკვევლობას ჰგავდა, რასპადორისა და სიმეონეს ყიდვა კი სარისკო კაპიტალდაბანდებას....
ხვალ კვარას პირველი მატჩია
ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” სერია A-ს ჩემპიონატში ებმება. სტარტის წინ საკუთრივ კლუბის საიტიც კი უპირველეს ყოვლისა იმას უსვამს ხაზს, რომ გუნდი სახეცვლილია, თუმცა მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მიაჩნია, რომ ეს პრობლემებს არ გამოიწვევს. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი გულშემატკივარს „ნაპოლის” თავიდან შეაყვარებს”, — თქვა ნეაპოლელთა თავკაცმა „ვერონასთან” შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე. სპელტიმ განაგრძო: „გასულ სეზონში, როდესაც აქ...
ნაპოლის ახალი ჯოვანი
დიეგო სიმეონეს ვაჟი, „ვერონას“ შემტევი ჯოვანი სიმეონე „ნაპოლის“ მთავარი სატრანსფერო მიზანია. ნეაპოლელებმა ფეხბურთელთან უკვე შეათანხმეს კონტრაქტის პირობები. ახლა კი „ვერონასთან“ საუბრობენ. საქმე ეხება ერთწლიან იჯარას გამოსყიდვის პერსპექტივით. წინა სეზონში 26 წლის ჯოვანი „ვერონას“ საუკეთესო მეგოლე გახდა სერია A-ში. მან 17 ბურთი გაიტანა და ჯამში ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილი დაიკავა ჩირო იმობილეს („ლაციო“ – 27 გოლი),...









