იტალიური „კალიარის“ ფორვარდი ჯოვანი სიმეონე არც მალავს, რომ მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშზე ოცნებობს. მოგეხსენებათ, მადრიდულ კლუბს მამამისი დიეგო უდგას სათავეში. უმცროსი სიმეონეს თქმით, ეს სულაც არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. „მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაში ჩემი იცნებაა. ბავშვობიდან ვქომაგობ ამ გუნდს და სულ მინდოდა მისი წევრობა. ახლა იქ მამაჩემია მთავარი მწვრთნელი, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, სურვილი არ გადამივლის....
