ავსტრალიის ღია პირველობას რაფა ნადალი რომ გამოეთიშა, „დიდი მუზარადის“ ტურნირების 21-გზის გამარჯვებულ ნოვაკ ჯოკოვიჩს შანსი აქვს ესპანელ ჩოგბურთელს ტიტულებით დაეწიოს.ამისაკენ სერბი ტრავმირებულიც წარმატებით მიიწევს.
35 წლის ნოლემ მესამე წრეში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი სამ სეტში კი დაამარცხა, მაგრამ ორჯერ კორტზე ექიმების გამოძახება მოუხდა.
მატჩი სამ საათს გაგრძელდა. ყველაზე ხანგრძლივი პირველი სეტი გამოდგა – ნოლემ საათსა და 17 წუთში ტაიბრეიკზე მოუგო მეტოქეს – 7:6. თუმცა, სეტის შემდეგ ექიმებს პირველად უხმო.
და მაინც, ჯოკოვიჩმა მეორე სეტი მარტივად მოიგო – 6:3.
მეორედ სამედიცინო დახმარება კი მესამე სეტში დასჭირდა, როდესაც 4:1-ს იგებდა და მატჩი გაჭირვებით, მაგრამ მაინც მიიყვანა მოგებამდე – 6:4.
ჯოკოვიჩი მეოთხე წრეში 23 წლის მასპინძელ ალექს დე მინორს 23 იანვარს გაეჯიბრება. ავსტრალიელმა მესამე წრეში ფრან ბენჟამენ ბონზის სამ სეტში ასევე მარტივად აჯობა – 7:6, 6:2, 6:1. თუ სერბ ჩოგბურთელს ტრავმა ხელს არ შეუშლის, დიდი შანსი აქვს ნადალს „დიდი მუზარადის“ ტიტულების რაოდენობით ავსტრალიაშივე დაეწიოს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/08/2026 | 21:01მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 21:53მონტენეგრო დაძლეულია
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
