ნაპოლი სალერნოში, ხვიჩა ნეაპოლში…

Home კატეგორიის გარეშე ნაპოლი სალერნოში, ხვიჩა ნეაპოლში…
ნაპოლი სალერნოში, ხვიჩა ნეაპოლში…

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „სალერნიტანასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია თამაშს გამოტოვებს, რადგან ნეაპოლელთა სამედიცინო შტაბმა მას შინ დარჩენა ურჩია.

„კვარაცხელია სალერნოში მატჩზე არ წამოვა. მას ტემპერატურა არ აქვს და ექიმები მკურნალობის კურსს უტარებენ.

„სალერნიტანასთან“ რთულ მატჩი გველის. ძალიან მნიშვნელოვანი შედეგისთვის ვიბრძვით, მოუთმენლად ველით თამაშის დაწყებას“ – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.

სერია A-ს მე-19 ტურში, „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას” შეხვედრა 21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.