„ვალენსიამ” „შტუტგარტთან” ამხანაგურ შეხვედრაში 2:5 წააგო. ესპანური გუნდის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, მაგრამ ვინც გერმანიაში გამართული ამ ამხანაგური შეხვედრის „სტრიმს” უყურა, დაგვეთანხმება, რომ ეს იყო მოშლილი გუნდის თამაში გაცილებით დალაგებულ მოწინააღმდეგესთან. გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ „ვალენსიას” დაცვა საერთოდ არ ჰყავდა. სურათი ნათელია: კლუბმა თანამდებობიდან გაუშვა ხოსე ბორდალასი, რომელიც „ღამურებს” გასულ სეზონში კონტრშეტევაზე ათამაშებდა....
წელი: 2022
პსჟ კიმანოში
პსჟ ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად იაპონიაშია. მოგეხსენებათ, იაპონია ძიუდოს სამშობლოა და პარიზელებიც გასართობად უკეთეს ადგილს რას მოძებნიდნენ, მით უმეტეს, როცა გუნდს თან ახლავს ტედი რინერი, ლეგენადრული ფრანგი ძიუდოისტი. პსჟ კი რინერთან ერთად ერთ-ერთ ადგოლობრივ, ძიუდოისტთა სკოლას ესტუმრა. პსჟ-ს ფეხბურთელები ძიუდოისტების მასტერკლასს დაესწრნენ, ზოგმა კი უშუალოდაც კი მიიღო მონაწილეობა. მოხალისეებს შორის იყო კილიან მბაპეც. ფრანგი თავდამსხმელი ორგზის...
მანე: პირველი მეორედ !
აფრიკაში ორგზის ზეობის შემდეგ მო სალაჰი სადიო მანემ ჩაანაცვლა – წლეულს კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული სწორედ „ბაიერნის“ ახალწვეულმა თავდამსხმელმა ირგუნა. ესეც, ასე: მანე-სალაჰი 3:0… და რას ნიშნავს 3:0? საქმე ისაა, რომ მანემ ამ სეზონში მესამედ აჯობა სალაჰს. პირველად მანეს სენეგალმა სალაჰის ეგვიპტეს აფრიკის თასის ფინალში სძლია, მეორედ კი სენეგალმა ეგვიპტეს მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელ ფლეი-ოფში დაამარცხა...
გიორგი ქოჩორაშვილმა ვულვერჰემპტონს გაუტანა
ესპანურმა plazadeportiva-მ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ქართველი ნახევარმცველის გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ წერს. ქოჩორაშვილის „ლევანტემ” ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 მოუგო ინგლისურ „ვულვერჰემპტონს”. შეცვლაზე შესულმა გიორგიმ დაახლოებით 20 მეტრიდან ეფექტური დარტყმით მეორე გოლი გაიტანა. „ძალიან გახარებულები ვართ ამ შეხვედრაში რომ გავიმარჯვეთ. სეზონის წინ ტაქტიკური საკითხების დამუშავებას ექცევა საგანგებო ყურადღება. წინ მივდივართ ფიზიკური მომზადების თვალსაზრისითაც. „ვულვერჰემპტონი” პრემიერლიგის კლუბია და მასთან...
ლეგენდა, რომელსაც თითით შეეხნენ
რამდენი წელი გავიდა, მაგრამ ეს ამბავი არ მავიწყდება. თან, რა საინტერესოა არა? – ამბავს სულ სამი მონაწილე ჰყავდა, მე, ის ბიჭი და თენგიზ სულაქველიძე. მე – უნებლიე მოწმე, ის ბიჭი და თენგიზ სულაქველიძე კი მონაწილეები. სულაქველიძემ მაშინვე ვერ შეამჩნია რა მოხდა, ის ბიჭი კი ახლა, დაახლოებით 55 წლის კაცი იქნება და, სავარაუდოდ, თავისი ცხოვრების სულ...
უკრაინელმა გრძნობა ვერ მოთოკა
ოლექსანდრ ზინჩენკოს თვალზე სიხარულის ცრემლი მოსდგომია — ის ბავშვობის საყვარელ კლუბში „არსენალში” გადავიდა. „მეთოფეებმა” 25 წლის უკრაინელი „მანჩესტერ სიტისგან” 32 მილიონ გირვანქად იყიდეს. კონტრაქტი ოთხწლიანია, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ზინჩენკომ სამედიცინო შემოწმება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორლანდოში გაიარა და ახალ თანაგუნდელებს სეზონისწინა შეკრებაზე იქვე შეუერთდა. ჯერ არ არის ცნობილი, თუ რა ნომრით ითამაშებს მარცხენა მცველი...
ქართველები ტოპ 14-ში: 29 კაცის 18 ლელო
ევროპის უძლიერეს სარაგბო ლიგა ტოპ 14-ში 2021/22 წლების სეზონმა საქართველოს დიდი გამარჯვება მოუტანა: საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონობა ქართველებმაც მოიპოვეს. გელა აფრასიძისა და მიხეილ ნარიაშვილის „მონპელიემ“ ფინალში ლევან ჩილაჩავას „კასტრს“ აჯობა და კლუბის ისტორიაში პირველი საჩემპიონო ტიტული დაისაკუთრა. მთლიანობაში თუ შევაფასებთ, სეზონი ერთობ წარმატებული არა მარტო გელასა და მიშასთვის იყო. მრავალმა ჩვენებურმა მეტად შთამბეჭდავი...
იკარდიმ რომა იუარა
„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ „რომაში“ გადასვლაზე უარი თქვა. არგენტინელს პარიზულ კლუბში დარჩენა სურს. „ინტერისა“ და „სამპდორიას“ 29 წლის ყოფილი შემტევი იმ 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომელთა გაყიდვაც პსჟ-ს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სურდა. მისით „იუვენტუსი“ და ელიტაში აღზევებული სილვიო ბერლუსკონის „მონცა“ დაინტერესდნენ, მაგრამ მომხიბლავი ვანდა ნარას მეუღლემ წასვლა იუარა. პარიზელებთან მას კიდევ ორ წელიწადს აკავშირებს...
რეპლიკა ბათუმის დინამოსთან დაკავშირებით
ახლა ბათუმის „დინამოს” გაწიწმატებული კრიტიკა რომ დავიწყო, მართალი არ ვიქნები. არ ვიქნები იმიტომ, რომ „სლოვანთან” პირველი თამაშის შემდეგ მე მათ ვაქებდი. არც მეორე შეხვედრის შემდეგ დამიკლია კეთილი სიტყვა და გამხნევება: გამოუცდელობის ბრალია, რა მოხდა მერე, ხდება ხოლმე და ა.შ. გამოუცდელობის ბრალი ნამდვილად არის. ისიც, რაც „სლოვანთან” მოხდა და ისიც, „ლეხთან” სათამაშოდ გუნდი სლოვაკურ „პახმელიაზე” რომ...
კუნდეს უცნაური მოგზაურობა
ჟიულ კუნდეს უხერხული ისტორია გადახდა. ამბობენ, მის გამო კინაღამ „ჩელსიში” გადასვლა ჩაეშალაო. საქმე ასე იყო: „სევილია” სეზონისწინა შეკრებაზე პორტუგალიაში გაემგზავრა, ფრანგი მცველი კი არ წაიყვანა, რადგან ესპანური კლუბი „ჩელსისთან” აწარმოებდა გამალებულ მოლაპარაკებებს. მხარეები კუნდეს ხუთწლიან ტრანსფერზე შეთანხმებულები იყვნენ. დაითქვა თანხაც, 55 მილიონი გირვანქა, 23 წლის ფეხბურთელმა კი ყველასთვის მოულოდნელად თავი დაადო და სევილიელთა ბანაკში ჩავიდა....









