ევროპის უძლიერეს სარაგბო ლიგა ტოპ 14-ში 2021/22 წლების სეზონმა საქართველოს დიდი გამარჯვება მოუტანა: საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონობა ქართველებმაც მოიპოვეს. გელა აფრასიძისა და მიხეილ ნარიაშვილის „მონპელიემ“ ფინალში ლევან ჩილაჩავას „კასტრს“ აჯობა და კლუბის ისტორიაში პირველი საჩემპიონო ტიტული დაისაკუთრა.
მთლიანობაში თუ შევაფასებთ, სეზონი ერთობ წარმატებული არა მარტო გელასა და მიშასთვის იყო. მრავალმა ჩვენებურმა მეტად შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, ხოლო ერთობლივი ქართული სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: ტოპ 14-ის ჩემპიონატში 29 ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა, ჯამში 18 ქართული ლელო დაიდო, გარდა ამისა 10 ჯარიმა, 2 გარდასახვა და 10 სინბინუ დაფიქსირდა.
ყველაზე მეტი მატჩი „კასტრის“ ვეტერანმა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ჩაატარა – 24
ყველაზე მეტი ლელო „მონპელიეს“ 9 ნომრის, გელა აფრასიძის ანგარიშზეა – 3
ყველაზე მეტი ჯარიმა და გარდასახვა „ბრივის“ მგეზავმა თედო აბჟანდაძემ გაიტანა – შესაბამისად 6 და 2.
ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი უკვე ხსენებულმა აფრასიძემ და „ლიონის“ უკანახაზელმა დავით ნინიაშვილმა მიიღეს – 2-2.
ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მონაწილე – „სტად ფრანსეს“ 18 წლის ბურჯი სერგო აბრამიშვილი.
ჩემპიონატის ყველაზე ხანდაზმული ქართველი მონაწილე – „პერპინიანის“ 35 წლის ბურჯი დავით ქუბრიაშვილი.
დანარჩენი – სრულ ჩამონათვალში:
მონპელიე: გელა აფრასიძე (15 მატჩი, 3 ლელო, 4 ჯარიმა, 27 ქულა, 2 სინბინი), მიხეილ ნარიაშვილი (11 მატჩი).
კასტრი: ლევან ჩილაჩავა (24 მატჩი, 2 ლელო).
ბორდო: ლექსო ყაულაშვილი (22 მატჩი), ლაშა ტაბიძე (2 მატჩი).
ლა როშელი: გურამ პაპიძე (15 მატჩი, 1 ლელო).
რასინგ-92: გურამ გოგიჩაშვილი (17 მატჩი, 1 სინბინი), გია ხარაიშვილი (5 მატჩი).
ტულონი: ბექა გიგაშვილი (18 მატჩი).
ლიონი: ბექა საღინაძე (13 მატჩი, 2 ლელო), დავით ნინიაშვილი (12 მატჩი, 2 ლელო, 2 სინბინი).
პო: ბექა გორგაძე (21 მატჩი, 2 ლელო) .
სტად ფრანსე: გიორგი მელიქიძე (23 მატჩი), ვასილ კაკოვინი (16 მატჩი), სერგო აბრამიშვილი (1 მატჩი).
ბრივი: ვასილ ლობჟანიძე (21 მატჩი, 2 ლელო), ლუკა ჯაფარიძე (20 მატჩი, 1 სინბინი), სოსო ბეკოშვილი (16 მატჩი), ვანო კარკაძე (15 მატჩი, 1 ლელო), ოთარ გიორგაძე (8 მატჩი), თედო აბჟანდაძე (7 მატჩი, 6 ჯარიმა, 2 გარდასახვა, 22 ქულა).
პერპინიანი: დავით ქუბრიაშვილი (14 მატჩი, 1 ლელო, 1 სინბინი), გიორგი თეთრაშვილი (7 მატჩი), ვახტანგ ჯინჭარაძე (2 მატჩი).
ბიარიცი: თორნიკე ჯალაღონია (16 მატჩი, 1 ლელო, 1 სინბინი), გიორგი ნუცუბიძე (13 მატჩი, 1 სინბინი), ლუკა აზარიაშვილი (11 მატჩი, 1 სინბინი), უშანგი ჭეიშვილი (9 მატჩი, 1 ლელო), ვახტანგ ახობაძე (6 მატჩი).
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 20:20სეზონი 37 ქართველით
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
