წელი: 2022

Home 2022
აბრამივიჩის მერე მანსურიც
ჩანაწერი

აბრამივიჩის მერე მანსურიც

როგორც ჩანს, მსოფლიო პოლიტიკაში მართლაც ახალი ეპოქა დგება, რომელშიც დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება და აღშფოთება საკმარისი აღარ არის. ამის ყველაზე მკაფიო ნიშნებს დიდი ბრიტანეთი ამჟღავნებს, რომელიც თავის ფეხბურთის კლუბებს, უფრო სწორად კი მათ მეპატრონეებს დაერია. „ჩელსისა“ და რომან აბრამოვიჩის ამბავი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მართალია, 55 წლის ოლიგარქი უარყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საქმიანი კავშირები...

ვინ აჯობებს იუნაიტედის მწვრთნელად?
ჩანაწერი

ვინ აჯობებს იუნაიტედის მწვრთნელად?

„მანჩესტერ იუნაიტედში“ ყველა კანდიდატის დოსიე განუხილავთ და დიდძალი ინფორმაციის დაწვრილებით შესწავლის შემდეგ მისულან დასკვნამდე, რომ გუნდის მომავალ მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნა აჯობებს. როგორც „სანი“ იტყობინება, ჰოლანდიელმა ტენ ჰაგმა სულ ოდნავ გაასწრო არგენტინელ მაურისიო პოჩეტინოს, რომელიც ამჟამად „პარი სენ ჟერმენს“ უდგას სათავეში. მანკუნიანელთა კლუბში მწვრთნელთა დოსიეებს რამდენიმე კვირის განმავლობაში სწავლობდნენ და ადარებდნენ. ანალიზმა აჩვენა, რომ...

კარგი ბითაძე
ჩანაწერი

კარგი ბითაძე

გოგა ბითაძემ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა „ინდიანა პეისერსის“ შემადგენლობაში. ჩვენებურს, ალბათ, უფრო მეტი შეეძლო, მაგრამ „ინდიანამ“ იმდენად კარგად ითამაშა, რომ მესამე მეოთხედის შუიდან მწვრთნელმა რიკ კარლაილმა ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა. „ინდიანამ“ „პორტლენდი“ 129:98 გაანადგურა, გოგამ კი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და პარკეტზე 23.48 წუთი გაატარა. ამ დროში ჩვენებურმა 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა....

ასე რამ აგაჭრელათ კლასიკოსებო?
ჩანაწერი

ასე რამ აგაჭრელათ კლასიკოსებო?

„ბარსელონამ“ „რეალს“ მადრიდში ბრწყინვალედ რომ მოუგო (4:0) ყველამ იცის. კაცმა რომ თქვას, ამ ორი დიდი გუნდის შეხვედრებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გასაკვირი მხოლოდ ეს იყო: ვერავინ გაიგო, რატომ ეცვათ წუხელ „ელ კლასიკოს“ მონაწილეებს არაკლასიკური ფორმები. ჩვეულებრივ ასეა ხოლმე: მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე” იმართებოდა შეხვედრა თუ ბარსელონაში, „კამპ ნოუზე”, მეტოქეები ტრადიციულ ფერებში ეწყობიან. ამჯერად სხვანაირად მოხდა: „თეთრებს“ იოჯი...

აპრილი — ლივერპულის ჯოჯოხეთი
ჩანაწერი

აპრილი — ლივერპულის ჯოჯოხეთი

„ლივერპულის“ თავკაც იურგენ კლოპს ჰკითხეს, „მანჩესტერ სიტისთან“ სათასო ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე რას იტყვითო, მან კი პასუხად მთელი აპრილის კალენდარი ჩამოთვალა. მაშ ასე, „ლივერპული“ და „სიტი“ ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში გავიდნენ („ლივერპულმა” სტუმრად მოუგო „ნოტინგემს” 1:0, ხოლო „სიტიმ” საუთჰემპტონს” 4:1) და იქ გადაიკვეთნენ. მათი თამაში 16 აპრილსაა, მაგრამ მანამდე… მერსისაიდელები აპრილს შინ „უოტფორდით“ იწყებენ; შემდეგ მიდიან ლისაბონში,...

ლომთა მომთვინიერებელნი!
ჩანაწერი

ლომთა მომთვინიერებელნი!

ბორჯღალოსნებმა თოვლისგან გაწმენდილ „დინამო არენაზე“ ესპანელ „ლომებს“ უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით – 49:15 დაამარცხეს. ამ გამარჯვებამ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2022 წლის ჩემპიონატის ცხრილის პირველ ადგილზე აღაზევა. ლევან მაისაშვილის გუნდმა 20 ქულა დააგროვა და მეორე სარაგბო დონის ჩემპიონი ისტორიაში მეთოთხმეტედ გახდა. ეს დასკვნითი მატჩი ქართველებმა საუცხოოდ ჩაატარეს – ისე, როგორც ჩემპიონებს ეკადრებათ. თავდაპირველად ესპანელები...

რა ხდება პარიზში?
ჩანაწერი

რა ხდება პარიზში?

„მონაკო“-პსჟ 3:0… ვარსკვლავეთმა სამარცხვინოდ წააგო. ლეო მესი არ თამაშობდა გრიპის გამო, ხოლო კილიან მბაპე და ნეიმარი უგოლოდ დარჩნენ. „ძლიერ გუნდთან წავაგეთ. მონაკოელები ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვიან და მოგება დაიმსახურეს. ჩვენი მიზანი მეათე ჩემპიონობაა. 13 ქულით წინ ვართ. …დღეს ისეთი სიტუაციაა, 8:0 და 9:0 რომ მოვიგოთ, ხალხი მაინც „რეალთან“ გავარდნას გაგვიხსენებს. პროფესიონალებად უნდა დავრჩეთ და ერთმანეთს მხარში...

საუთგეიტი: ყატარი პრობლემაა
ჩანაწერი

საუთგეიტი: ყატარი პრობლემაა

ქალები? ლგბტ? გარეთ საუთგეიტმა განაცხადა, რომ ყატარში ბევრი ინგლისელი გულშემატკივრის ჩასვლა საშიში იქნება. ინგლისის ნაკრების მწვრთნელი აკონკრეტებს, ყატარში ადამიანის უფლებები არაა დაცულიო. „ვფიქრობ, საკმაოდ დავინახე პრობლემები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს შეიძლება ახლდეს. უსაფრთხოებას ვგულისხმობ. სტადიონების მშენებლობისას იყო შემთხვევები, მაგრამ ყველაფერი მზადაა. ახლა უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ვფიქრობ, პოლიტიკოსები მეტ ყურადღებას უნდა აქცევდნენ. … გარდა...

რომანის ბოლო შენაძენი და იუბილარი
ჩანაწერი

რომანის ბოლო შენაძენი და იუბილარი

„ჩელსი“ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე ნახევარფინალში გავიდა. დასავლეთ ლონდონელებმა მიდლსბროში 2:0 მოიგეს. ანგარიში რომან აბრამოვიჩის ეპოქის ბოლო ძვირმა შენაძენმა, ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ გახსნა, მეორე კი ჰაკიმ ზიეშმა შეაგდო, რომელსაც ამ დღეს 29 წელიწადი შეუსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დამთავრებამდე მთელი ერთი საათი რჩებოდა, ზიეშის გოლის შემდეგ თამაშს წერტილი დაესვა. „ჩელსის“ მესამე გოლის შეგდებაც შეეძლო, მაგრამ...

კაცი, რომელსაც ფული აწუხებდა
ჩანაწერი

კაცი, რომელსაც ფული აწუხებდა

რაც ფეხბურთში ფული ტრიალებს… „ვესტ ჰემის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სენეგალელმა დიაფრა საკომ, რომელიც ახლა 32 წლის არის და ჯიბუტიში თამაშობს, 2018 წელს თავისი „ლამბორგინი“ ლონდონში, „ჩაქუჩების“ ბაზასთან დატოვა და „რენში“ ისე გადავიდა. ფეხბურთელები და მათი ჯამაგირები მთელს მსოფლიოში სალაპარაკო თემაა. ზოგი ამბობს, რომ მათთვის ამხელა ფულის გადახდა უსამართლობაა. მეორენი ამტკიცებენ, რომ მათ კლუბებისთვის იმხელა შემოსავალი მოაქვთ,...