პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ზედიზედ მეორედ გააღწია „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ფინალში. ტურნირის აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულმა „შავმა ლომმა“ დასავლეთის მეორეადგილოსან „იბერიანსს“ „ავჭალაზე“ უმასპინძლა და მიუხედავად პირველ ტაიმში მეტოქის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობისა, საბოლოოდ გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა. 41:9 სრულად ასახავს ძალთა შეფარდებას. ქართველები ესპანელებს ყველა სათამაშო კომპონენტში აშკარად აღემატებოდნენ და შედეგიც აბსოლტურად სამართლიანია.
აკა ტაბუცაძემ მატჩი საკუთარ ბენეფისად აქცია – ერთი მეორეზე უკეთესი სამი ლელო დადო, ხოლო დანარჩენი სამი საკუთარ ანგარიშზე ნოდარ ჭეიშვილმა, შალვა მამუკაშვილმა და გიორგი ჩხარტიშვილმა ჩაიწერეს. ლუკა მატკავამ კი ამ ლელოებიდან 4 გარდასახა, რასაც ერთი ზუსტი ჯარიმაც წაამატა, რამაც ჯამში 11 ქულა შეადგინა.
ფინალში კი „ლომის“ მეტოქე „თელ ავივ ჰითი“ იქნება, რომელმაც პორტუგალიაში იქაური „ლუზიტანუში“ დაამარცხა – 30:22. ისრაელის ფრენჩაიზი სერიოზულ ძალას რომ წარმოადგენს, ქართველებმა საკუთარ თავზეც გამოსცადეს – „ჰითთან“ ჯგუფურ ეტაპზე საშინაო მატჩი ფრედ დაასრულეს, ხოლო ისრაელში უკვე თელავიველებმა იმარჯვეს.
ასე რომ, 17 დეკემბერს იგივე „ავჭალაზე“ ისტორიაში მეორე ევროპული სარაგბო სუპერთასს საქართველოს „შავი ლომი“ და ისრაელის „თელ ავივ ჰითი“ გაითამაშებენ.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 14:01კაპიტნები, დებიუტანტები, ლელოები…
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 23:08შოკი შვანგირაძისგან
რაგბი05/09/2026 | 13:33ევროპის ტოპ-ლიგაში 42 ქართველია
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 20:22ტური 6 დებიუტით
