ჭდე: ნოდარ ჭეიშვილი

Home ნოდარ ჭეიშვილი
პორტუგალიელებთან ჯახის მნიშვნელობაზე…
ჩანაწერი

პორტუგალიელებთან ჯახის მნიშვნელობაზე…

23 სექტემბერს, თბილისის დროით 16 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიას შეერკინება. ეს შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ტულუზის იგივე სახელის სტადიონზე – „სტად დე ტულუზზე“ გაიმართება. ეს იქნება ბორჯღალოსნების მეორე მატჩი საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე. მოგეხსენებათ, პირველ ტურში ქართველები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდნენ, ხოლო პორტუგალიის ნაკრები უქმობდა. მეორე ტურში კი მომავალმა მეტოქეებმა როლები გაცვალეს და უქმობამ უკვე ბორჯღალოსნებს...

ლელოთცვენა ავჭალაში
ჩანაწერი

ლელოთცვენა ავჭალაში

ეს იყო ნამდვილი სარაგბო დღესასწაული! და არა მხოლოდ სარაგბო, რადგან რეფერის საფინალო სასტვენის შემდეგ, როცა ლუკა მატკავამ თავისი მეათე ზუსტი გარდასახვით საქართველოსა და გერმანიის მორაგბეთა ნაკრებების მატჩს წერტილი დაუსვა და საბოლოო ანგარიში – 75:12 დააფიქსირა, აშკარად გამოჩნდა, რომ მინდორზე კიდევ რაღაც საინტერესო უნდა მომხდარიყო. მოლოდინი ძალზე გულისამაჩუყებელი მოვლენით დაგვირგვინდა: ყველაზე ტანმაღალმა ბორჯღალოსანმა ნოდარ ჭეიშვილმა თანაგუნდელებისგან...

შავი ლომი კვლავ ფინალშია!
ჩანაწერი

შავი ლომი კვლავ ფინალშია!

პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ზედიზედ მეორედ გააღწია „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ფინალში. ტურნირის აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულმა „შავმა ლომმა“ დასავლეთის მეორეადგილოსან „იბერიანსს“ „ავჭალაზე“ უმასპინძლა და მიუხედავად პირველ ტაიმში მეტოქის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობისა, საბოლოოდ გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა. 41:9 სრულად ასახავს ძალთა შეფარდებას. ქართველები ესპანელებს ყველა სათამაშო კომპონენტში აშკარად აღემატებოდნენ და შედეგიც აბსოლტურად სამართლიანია. აკა ტაბუცაძემ მატჩი საკუთარ ბენეფისად...

თრილერი ავჭალაში
ჩანაწერი

თრილერი ავჭალაში

დიახ, „ევროპის რაგბის“ სუპერთასის ნახევარფინალური მატჩი ისეთი სცენარით წარიმართა და იმდენმა მორაგბემ დატოვა თამაში ტრავმის გამო, რომ „თრილერზე“ ზუსტი სიტყვით ვერც დაახასიათებ. წინასწარვე ვიტყვით, რომ საბოლოოდ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა – „შავმა ლომმა“ ესპანური „იბერიანსი“ 43:40 დაამარცხა, მაგრამ ავჭალაში გამართული შეხვედრის მსვლელობისას მეტოქემ უამრავი პრობლემა კი შეგვიქმნა. თამაში საკმაოდ კარგი საცქერი გამოდგა, თუმც ამის თქმა...

ლომი სპილოებს დაუპირისპიდება
ჩანაწერი

ლომი სპილოებს დაუპირისპიდება

„შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა, რომელსაც ამ ეტაპზე ლადო კილასონია თავკაცობს, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 7 აპრილს პორტ ელიზაბეთის „მადიბაზ სთედიუმზე“ ადგილობრივ „ისტერნ პროვინს ელეფანთსს“ დაუპირისპირდება. ეს არაა პორტ ელიზაბეთის მთავარი სარაგბო არენა, რომელიც ნელსონ მანდელას სახელს ატარებს. „მადიბაზი“ გახლავთ ნელსონ მანდელას უნივერსიტეტის სტადიონი, თუმცა ამით ქართული ფრენჩაიზის მორიგ მატჩს მნიშვნელობა არ აკლდება. ეს იქნება ქარის...

რაზმი რვა ერისთვის
ჩანაწერი

რაზმი რვა ერისთვის

14 ნოემბერს, მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ მექაში, ლონდონის სახელოვან „თვიქნემზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თავის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ტურნირში ჩაებმება – შემოდგომის ერთა თასის გათამაშებაში. ერთი კვირის წინ შოტლანდიაში განცდილი მარცხის შემდეგ საქართველოს კლუბებში მოთამაშე და უკლუბოდ მყოფი ბორჯღალოსნები, ედინბურგიდან თბილისში დაბრუნდნენ, ხოლო ლეგიონერებმა თავთავიანთ კლუბებს მიაშურეს. ვინაიდან 1 ნოემბერს გასამართი, რუსეთის ნაკრებთან „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მატჩი...

ლოგიკური იმედგაცრუება
ჩანაწერი

ლოგიკური იმედგაცრუება

კაცმა რომ თქვას, სქოთებისგან 7:48 არავის უნდა გაკვირვებოდა, მაგრამ ქართველი ქომაგი „მარიფილდზე“ ბორჯღალოსნებისგან ხომ ლამის მოგებას მოითხოვდა. ეტყობა ასეთია ჩვენი ბუნება და მენტალობა… ჩვენი ნაკრების მოუმზადებლობა თამაშამდეც ცნობილი იყო: მაისის ბოლოს ლევან მაისაშვილის მიერ „შევარდენზე“ შეკრებილი შემადგენლობა ხომ მხოლოდ შიდა ჩემპიონატში მოასპარეზეებს, უკლუბოდ დარჩენილებსა და საფრანგეთში პანდემიის გამო ვერწასულ მორაგბეებს აერთიანებდა. მთავარი, დამრტყმელი ძალა კი...

ვინ გავა მარიფილდზე?
ჩანაწერი

ვინ გავა მარიფილდზე?

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 23-კაციან რაზმში ერთი დებიუტანტია – „ბორდოს“ 28 წლის მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელსაც მარცხენა ბურჯადაც შეუძლია თამაში. ის სასტარტო შემადგენლობაშია და მიხეილ ნარიაშვილს შეუწყვილდება, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძეა, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ბორჯღალოსნების კვართით არ უთამაშია. მეორე ხაზში ნოდარ...