ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის გამო, ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში პაუზა გამოცხადდა. განვლილი ეტაპის შედეგების გათვალისწინებით, goal.com-მა ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, რომელშიც „ნაპოლის“ ორი ფეხბურთელი მოხვდა – კიმ მინ ჯაე და ხვიჩა კვარაცხელია.
goal.com-ი ქართველ თავდამსხმელზე წერს:
„შევჩერდებით ფეხბურთელზე, რომელიც „წლის ტრანსფერის“ ნომინაციაში გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია – „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია.
21 წლის ფეხბურთელი, რომელიც „ნაპოლიმ“ 10 მილიონ ევროდ ბათუმის „დინამოდან“ შეიძინა, ფენომენალურ ფეხბურთს თამაშობს. „ნაპოლიში“ ჩატარებული 17 მატჩის შემდეგ, ლეგენდარული დიეგო მარადონას საპატივცემულოდ, მას მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს.
კვარაცხელია ახალი თაობის არაორდინალური და ძნელად პროგნოზირებადი გარემარბია, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ყველა მცველს უჭირს. ჩემპიონთა ლიგაში „ნაპოლიმ“ „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა, ხოლო მერსისაიდელთა მცველ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს, კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ძალიან გაუჭირდა.
ნეაპოლური გუნდი ყველა ფრონტზე ანგარიშგასაწევი ძალაა, ხოლო კვარაცხელიას ლიდერობით, სპალეტის გუნდს შორს შეუძლიათ წასვლა“.
11 საუკეთესო ასე გამოიყურება:
ბრაის სამბა (ლანსი); კეირან ტრიპიერი (ნიუკასლი), კიმ მინ-ჯო (ნაპოლი), ვილიამ სალიბა (არსენალი), ჟოაო კანსელო (სიტი); კევინ დე ბრუინი (სიტი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი); ნეიმარი (პსჟ), ლეო მესი (პსჟ), ჰალანდი (სიტი).
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
