
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დამთავრებამდე ორი ტური დარჩა და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ამ დაძაბულობის მაპროვოცირებლები კი ტიტულის მთავარი მაძიებლები არიან. ჯერ იყო და, „დინამომ“ შინ „თელავს“ ვერ მოუგო, შემდეგ კი „ბათუმმა“ სულაც საკუთარ კედლებში წააგო „სამგურალთან.“
„თელავი“ გასავარდნ ზონაშია და „დინამოს“ დიდი ბრძოლა გაუმართა. ეგ კი არა, კახელებს ცოტა რომ გამართლებოდათ, შეიძლება თელავში სამი ქულაც წაეღოთ. საბოლოოდ – 1:1. „დინამომ“ 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, თუმცა ბოლო 14 შეხვედრაში (12 მოგება, 2 ფრე) კვლავაც დაუმარცხებელია.
„ბათუმმა“ ტურის მთავარი სიურპრიზი შემოგვთავაზა. მართალია, „სამგურალს“ არაფერი დაეწუნება, თანაც გუნდი გააფთრებით იბრძვის ეროზონისთვის, მაგრამ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში სამი ქულის დაკარგვა ზღვისპირელთათვის ჰარაკირის ტოლფასია.

წყალტუბოელებმა დამსახურებულად დაამარცხეს ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი. მასპინძლებმა 0:2-ზე მოიქნიეს კუდი, ერთი საპასუხო გოლი გაუტანეს (გიორგი ზარია) მეტოქეს, შემდეგ კი სტუმართა საჯარიმო ალყაში მოაქციეს, მაგრამ მეტს ვეღარ შესწვდნენ.
ეს ბათუმელთა პირველი საშინაო მარცხი გახლდათ წლევანდელ სეზონში.
ახლა ზღვისპირელები 3 ქულით ჩამორჩებიან ლიდერს, „დინამოს“ კი ორ ტურში 4 ქულის მოგროვება ეყოფა ტიტულის დასაბრუნებლად.
„დილამ“ „ლოკომოტივს“ 1:0 მოუგო და მესამეზე მდგარ „სამგურალს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
„ტორპედომ“ მოულოდნელად „შინ“ ზესტაფონში წააგო „გაგრასთან“ (0:1) და ევროსაგზურის შანსი დაკარგა. ოღონდ ჩემპიონატიდან. ქუთაისელები ქვეყნის თასის ფინალში გავიდნენ და თუ იქ „ლოკომოტივს“ სძლიეს, კონფერენს ლიგის საგზურს გაინაღდებენ.
საერთოდ, აუტსაიდერები ამ ტურში ყოჩაღად გამოიყურებოდნენ: „სიონმა“ და „გაგრამ“ მოიგეს, „თელავმა“ არ წააგო.
დინამო 1:1 თელავი
1:0 იმრანი (21), 1:1 ქავთარაძე (50 პენ)
ტორპედო 0:1 გაგრა (ზესტაფონში)
0:1 შონია (65)
42-ე წუთზე ცინცაძემ (ტორპედო) ვერ გაიტანა პენალტი
სიონი 1:0 საბურთალო
1:0 ჩაგანავა (77)
დილა 1:0 ლოკომოტივი
1:0 სანტოსი (30)
ბათუმი 1:2 სამგურალი
0:1 პატარკაციშვილი (29), 0:2 ნიქაბაძე (48), 1:2 ზარია (84)
[table id=40 /]
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 18, ილია რუხაძე (სამგურალი) – 13, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 12, უსმანე კამარა, სტანისლავ ბილენკი (ორივე – დინამო) – 10
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
