უმედლო გამოდგა ქართული დელეგაციისთვის ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეც. 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი გავიდა, ბრინჯაოს შანსი ჰქონდა, მაგრამ… მარგველაშვილი განთესილი იყო, პირველ წრეში ისვენებდა და მსოფლიო ჩემპიონატი მეთესმეტედფინალში მაროკოელ აბდურამან ბუშიტასთან მოგებით გახსნა. მერვედფინალში ჩვენებურმა უკრაინელი კარო მარანდიანს კი სძლია, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელ იოშირო მარუიამასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც...
მესის ბოლო მუნდიალი
ლეო მესიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მის კარიერაში ბოლო იქნება. არგენტინელი 35 წლისაა. ყატარის მუნდიალი მისთვის მეხუთეა. პლანეტის შვიდგზის საუკეთესო ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად გერმანიაში 2006 წელს დააჭაშნიკა. „ეს ნამდვილად ჩემი ბოლო ჩემპიონატი იქნება, — დაბეჯითებით თქვა მესიმ, — გადაწყვეტილება მიღებულია”. „ბარსელონას” ლეგენდას მუნდიალებზე 19 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. ამას გარდა მან...
ოსიმენის ბედნიერება
ვიქტორ ოსიმენი მამა გახდა. გუშინ მან „ნაპოლის” ვარჯიში გამოტოვა, რითაც ყურადღება მიიპყრო. დაიწყეს მარჩიელობა, გაჩნდა ეჭვი, რომ მას კვლავ ტრავმა გაუმიზეზდა. ამ ჭორების ჩასაცხრობად „ნაპოლიმ” გაავრცელა ცნობა, რომ ცენტრალურმა თავდამსხმელმა ვარჯიში პირადი მიზეზის გამო გამოტოვა, მაგრამ თავიდან არ დაუზუსტებია, კერძოდ რაზე იყო ლაპარაკი. მოგვიანებით ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გაირკვა, რომ 23 წლის ნიგერიელს ქალიშვილი შეეძინა....
ვან ბასტენი: ნაპოლი ცუდი გუნდი არ არის, მაგრამ…
კელვინ ბესეი „აიაქსში” „რეინჯერსიდან” ზაფხულში გადავიდა და ყველას ეგონა, რომ ის ამსტერდამის გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა, მაგრამ რაღაც არ აეწყო და საქმე იქამდე მივიდა, რომ „ნაპოლისთან” 1:6 დამარცხება აოსტაში დაბადებულ ნიგერიელს დააბრალეს. სხვა სიტყვებით, როგორც „კორიერე დელო სპორტი” წერს, ნიდერლანდებში განტევების ვაცი იპოვეს. რაც შეეხება აოსტას და იმას, თუ რატომ გაუსვა იტალიურმა გაზეთმა ბესეის დაბადების ადგილს...
გიორგობა სექტემბერში
სტატისტიკურ-ანალიტიკურმა ვებ გვერდმა whoscored.com-მა ესპანური ლა ლიგის სექტემბრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და საუკეთესო მეკარედ გიორგი მამარდაშვილი დაასახელა. სექტემბერში ესპანეთის ჩემპიონატში „ვალენსიამ“ სამი მატჩი ჩაატარა (4 სექტემბერი: „ვალენსია“-„ხეტაფე“ 5:1, 10 სექტემბერი „რაიო ვალეკანო“-„ვალენსია“ 2:1, 17 სექტემბერი, „ვალენსია“-„სელტა“ 3:0), ამ შეხვედრებში მამარდაშვილი „ღამურებში“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო, „რაიო ვალეკანოსთან“ წაგებულ შეხვედრაში კი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. სექტემბერში მისი...
ნუნიესს კლოპის ლაპარაკი არ ესმის
„ლივერპულის“ ურუგვაელი ახალწვეული დარვინ ნუნიესი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ არ ესმის მთავარი მწვთნელის, იურგენ კლოპის მითითებები გერმანული აქცენტის გამო. „სიმართლე გითხრათ, როცა კლოპი ლაპარაკობს, მისი აქცენტის გამო არაფერი მესმის. ცხადია, თანაგუნდელებს ვთხოვ ამიხსნან რას ამბობს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, კლოპმა ზუსტად იცის რა უნდა ყოველი კონკრეტული ფეხბურთელისგან.“ 23 წლის ნუნიესი „ლივერპულში“ გასულ ზაფხულს გადავიდა „ბენფიკადან“ მერსისაიდული კლუბისთვის...
უიღბლო უოკერი
„მანჩესტერ სიტის“ მარჯვენა მცველმა, კაილ უოკერმა, გასულ კვირას თანაქალელ „იუნაიტედთან“ მატჩში (6:3) ტრავმა მიიღო. ექიმების ვარაუდით, მას მინიმუმ ექვსი კვირა და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატიც გაუცდება. რაც დიდი დარტყმა იქნება ინგლისის ნაკრებისთვის. „სიტის“ ექიმებმა დაადასტურეს, რომ ოთხშაბათს უოკერს საზარდულის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ჯერ უცნობია, როდის შეძლებს თამაშს, რადგან ნაოპერაციევს სარეაბილიტაციო კურსიც დასჭირდება. თავად უოკერი ცდილობს ...
4 ნაბიჯი წინ
გამოქვეყნდა ფიფას განახლებული რეიტინგი. სექტემბერში ერთა ლიგაში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრებს 10,88 ქულა დაემატა, ოთხი საფეხურით წინ წაიწია და ამჟამად 1307 ქულით 78-ე ადგილზეა. რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია: 1. ბრაზილია (1841 ქულა), 2. ბელგია (1816), 3. არგენტინა (1773), 4. საფრანგეთი (1759), 5. ინგლისი (1728), 6. იტალია (1726), 7. ესპანეთი (1715), 8. ნიდერლანდები (1694)....
დაიწყო და წააგო
ტაშკენტში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში. პირველ საჭიდაო დღეს ქართულთაგან ტატამიზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) გავიდა და უმედლოდ დარჩა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჩხვიმიანი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მეტოქედ ებრაელ იამ ვოლცზაკი ჰაყვდა. ფავორიტად, ცხადია, ჩვენიანი მიიჩნეოდა, მაგრამ ჩხვიმიანმა წააგო. ქართველთაგან ტაშკენტის ტატამზე კიდევ 10 მონაწილეს ვიხილავთ: ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), ტატო გრიგალაშვილი (81),...
ვალენსია და გოლები
ბოლო ერთი კვირაა წერენ, რომ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში” გოლის გატანა მხოლოდ თავდამსხმელების ამოცანა არ არის, ეს ყველას ევალება. ამის შესახებ „ღამურების” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ბარსელონაში „ესპანიოლთან” ნათამაშები 2:2-ის შემდეგ თქვა და პრესამ თემა აიტაცა. AS წერს, რომ ეს გატუზოს გუნდების თვისებაა. ჩახედეს დავთრებს: 7 ტურში, 12 გოლიდან 11 სხვადასხვა ფეხბურთელს გაუტანია. ერთადერთი, ვინც ორი შეაგდო,...









