მადრიდის “რეალის” იტალიელ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის Rai Sport-ის ჟურნალისტებმა “ნაპოლის” შესახებ აზრის გამოთქმა სთხოვეს: „ ახალი სეზონისთვის “ნაპოლი” მაღალი კლასის ფეხბურთელებით გადახალისდა, თუმცა დღეს ძნელია პროგნოზის გაკეთება, რისი მიღწევა შეუძლია ამ გუნდს. კვარაცხელია არის სიურპრიზი? ეს მათთვის ვინც მისი თამაში არ იცოდა, ჩვენ მას ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდით, როდესაც “ნაპოლის” მწვრთნელი (2018-19 წლების სეზონი)...
ანტირეკორდი და ორი დინამო
მომავალი, 29-ე ტური, შესაძლოა, ერთ-ერთი გადამწყვეტი გამოდგეს მიმდინარე სეზონში, როგორც ცხრილის ზედა, ასევე ქვედა ნაწილშიც. ამ ტურს კი ბევრი არაფერი შეუცვლია სატურნირო თვალსაზრისით. ვითარება უფრო დაძაბა. ჯერ ის ვთქვათ, რომ სანაკრებო პაუზამ ეტყობა ფეხბურთელებზე მაინცდამაინც დადებითად არ იმოქმედა. 5 მატჩში სულ 5 გოლი გავიდა, რაც სეზონის ანტირეკორდია. მანამდე ასეთად მე-13 ტურში გასული 7 ბურთი ითვლებოდა....
ლოჩოს გუნდს მოგება შეეძლო
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს” სერია A-ში დაბრუნების შემდეგ პირველი თამაშის მოგება შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა — სტუმრად, „ლეჩესთან”, „სტადიო ვია დელ მარეზე” 1:1 ითამაშა. გუნდებმა პირველ ტაიმში პენალტები გაუტანეს ერთმანეთს. ეს გახლდათ გასული სეზონის სერია B-ს ჩემპიონისა და მეორე ადგილზე გასულის შეხვედრა. სტატისტიკა გვეუბნება, რომ სერია A-ში ამ ორი გუნდის დაპირისპირება ბოლოს „კრემონეზეს” ჰქონდა მოგებული 1994...
ხვიჩა მიდის ამერიკაში
კარლო ალვინო ცნობილი ნეაპოლელი ჟურნალისტია, რომელმაც რადიო Kiss Kiss-ს „ნაპოლის” უახლოესი გეგმების შესახებ საინტერესო ამბები უთხრა. „ოფიციალურად ჯერ დამტკიცებული არაფერია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში „ნაპოლი” ორ ტურნეს აპირებს, აშშ-სა და თურქეთში. დეტალურად ყველაფერი მაშინ გვეცოდინება, როდესაც ამ ტურნეებთან დაკავშირებული ყველა საკითხი შავად და თეთრად დახარისხდება”, თქვა ალვინომ. კარლო ალვინო „ნაპოლის” შესახებ ყოველთვის ზედმიწევნით ინფორმირებული იყო...
შხამიანი დარტყმა მამარდაშვილის კარში
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ბარსელონაში, „ესპანიოლთან” 2:2 ითამაშა და მართალია ოთხიდან ყველაზე კურიოზული სტუმრების ბოლო გოლი გახლდათ, ჩვენ მესამე გვაინტერესებს: რასაკვირველია ქართველი მეკარე ამ ეპიზოდში შეცდა, მაგრამ მოდი ვნახოთ, თუ რას წერს გავლენიანი ესპანური გამოცემა AS: „მართალია სერხი დარდერს კომბინაციური ფეხბურთი უყვარს, მაგრამ ის კიდევ ერთი თვისებით გამოირჩევა — სოლისტია და ქაოსურ სიტუაციებში კარგად ერკვევა. მან...
ავტობუსის კაცი
„განსაკუთრებული” ჟოზე მოურინიუ განსაკუთრებულ ქცევას თავს არ ანებებს. პორტუგალიელი უკვე 59 წლისაა, მაგრამ არა და არ იქნა მისი დაშოშმინება. გუშინ, სერია A-ში მოუს „რომა” „ინტერს” ესტუმრა და 2:1 მოიგო, მან კი სტადიონს გარეთ ისეთი შოუ მოაწყო, რომ სოციალურ ქსელებში მატჩზე მეტი ყურადღება ლამის თავად მიიპყრო. „ჩელსის”, „რეალის”, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და სხვა დიდი კლუბების ყოფილმა თავკაცმა...
ხვიჩას თანაგუნდელები ტორინოსთან გამარჯვების შესახებ
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” „ტორინოს” 3:1 მოუგო. ორი გოლი, 6 წუთიან მონაკვეთში, 26 წლის კამერუნელმა ნახევარმცველმა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ გაიტანა, მესამე — კვარამ. გოლები გავიდა მე-6, მე-12 და 37-ე წუთებზე, რასაც ტურინელებმა 44-ე წუთზე ერთით უპასუხეს. მეორე ნახევარში თამაშის სურათი შეიცვალა. გოლი აღარ გასულა. „ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ შეხვედრაში წარმატებას რომ მივაღწიეთ. არის თუ არა ეს...
ხვიჩა ნეაპოლის კედლებზე…
“ნეაპოლის ესპანურ კვარტალში “ნაპოლის” ახალი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც “ჩამოვიდა” – ეს პოსტი ფეისბუკის საკუთრ გვერდზე ასოციაცია “მინიერამ” გამოაქვეყნა, რომელიც ნეაპოლის “ესპანური კვარტალში”, სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ პროექტებს ახორციელებს. ახლა უკვე ამ კვარტალში ხვიჩა კვარაცხელიას ნახატიც გამოჩნდა, ის არგენტინელმა ხუან პაბლო ხიმენესმა შეასრულა, რომელიც მარადონას და ახლა უკვე ჩვენი კვარას დიდი ქომაგია…
კვარა, როგორც ახალი ეპოქის სიმბოლო
ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველ მონაკვეთში მხოლოდ მცველებს როდი აურია თავ-გზა. ქართველმა „ბაგირზე მოსიარულემ” თავისი დიდებული თვისებების წყალობით ფაქტობრივად ყველას ყურადღება მიიპყრო, პროფესიონალებისაც და ენთუზიასტებისაც, — წერს „კალჩონაპოლი” და „გაძეტა დელო სპორტის” ამონარიდები მოჰყავს. დღეს გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ რევოლუციაზე, რომელიც სერია A-ში დაიწყო და რომელზეც მილანურმა გაზეთმა გაამახვილა ყურადღება. კლუბები ცდილობენ ტოპ-ლიგების მოთხოვნებს შეესაბამებოდნენ,...
მაგალითი
დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” „ტორინოს” ეთამაშება. იტალიურ მედიაში გამოჩნდა ტურინელთა ყოფილი ცენტრალური მცველის, შემდგომ წარმატებული საფეხბურთო მენეჯერისა და ჟურნალისტის რობერტო კრავეროს მოსაზრება ბროწეულისფერთა მეტოქისა და სერია A-ს ლიდერის „ნაპოლის” შესახებ. კრავერო ამბობს: „ხმაური, რომელიც ნეაპოლელთა გარშემო ატყდა, დადებითია. ისინი ძლიერ ხასიათსა და ჩინებულ ფიზიკურ ფორმას ამჟღავნებენ, რასაც თან შესანიშნავი ფეხბურთი ახლავს. იმის თქმა არ მინდა,...









