კარლო ალვინო ცნობილი ნეაპოლელი ჟურნალისტია, რომელმაც რადიო Kiss Kiss-ს „ნაპოლის” უახლოესი გეგმების შესახებ საინტერესო ამბები უთხრა.
„ოფიციალურად ჯერ დამტკიცებული არაფერია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში „ნაპოლი” ორ ტურნეს აპირებს, აშშ-სა და თურქეთში. დეტალურად ყველაფერი მაშინ გვეცოდინება, როდესაც ამ ტურნეებთან დაკავშირებული ყველა საკითხი შავად და თეთრად დახარისხდება”, თქვა ალვინომ.
კარლო ალვინო „ნაპოლის” შესახებ ყოველთვის ზედმიწევნით ინფორმირებული იყო და რაკი მან თქვა, ესე იგი ყველაფერი სწორედ ასე იქნება.
შეგახსენებთ, რომ ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
