თვე: ოქტომბერი 2022

Home 2022 ოქტომბერი
ალი დაეის ირანიდან არ უშვებენ
ჩანაწერი

ალი დაეის ირანიდან არ უშვებენ

ირანის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლეს, 53 წლის ალი დაეის, სახალხო პროტესტის მხარდაჭერისთვის ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს და პასპორტი ჩამოართვეს. დაეი აქტიურად უჭერდა მხარს ირანის ახალგაზრდა მოქალაქეს, 22 წლის გოგონა მაჰსა ამინის, რომელიც პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა.დაპატიმრების შემდეგ კი გარდაიცავლა. 2004-დან 2021 წლამდე ალი დაეი ეროვნული გუნდში გატანილი გოლებით მსოფლიოს  საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ (109...

ზურიკომ ქუსლით დახატა…
ჩანაწერი

ზურიკომ ქუსლით დახატა…

საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ სტუმრად „ლავალს“0 შეხვდა. ჟირონდელები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა, 70-ე წუთზე „ბორდომ“ მაინც მოხერხა გამარჯვების გოლი გატანა, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების შემტევს მიუძღვის, რომელმაც საჯარიმოში ქუსლურით თანაგუნდელს გამარჯვების გოლი გაატანინა. „ბორდომ“ 2:1 მოიგო, ზურიკო დავითაშვილი 82-ე წუთზე შეცვალეს.

სპალეტი: აიაქსს ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს
ჩანაწერი

სპალეტი: აიაქსს ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს

ჩემპიონთა ლიგაში დღეს „ნაპოლი” „აიაქსს” სტუმრობს. ნეაპოლელები A ჯგუფს ლიდერობენ. გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე თქვა: „ჩვენ ზღაპრულ სტადიონზე, დიდი კლუბის წინააღმდეგ მომაჯადოებელი თამაში გველის. მეტოქის შეტევას რამე უნდა მოვუხერხოთ და გამარჯვება უნდა ვცადოთ, რადგან დიდ გუნდად მხოლოდ ასე ჩამოვყალიბდებით”. რანაირი თამაში იქნება ტაქტიკურად? „გუნდს სიძლიერე მუშაობის ეთიკაზე ეტყობა. თუკი დამალვას ეცდები, „აიაქსი”...

შრიოდერმა იცის, როგორ გააჩეროს კვარაცხელია
ჩანაწერი

შრიოდერმა იცის, როგორ გააჩეროს კვარაცხელია

დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ამსტერდამში „აიაქსს” ხვდება. ეს ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მესამე ტურის მატჩია. ორი ტურის შემდეგ ჯგუფს 6 ქულით „ნაპოლი” ლიდერობს, შემდეგ მოდიან 3 ქულიანები „ლივერპული” და „აიაქსი”, ბოლო ადგილზე კი „რეინჯერსია”, რომელმაც ორივე თამაში წააგო. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ამსტერდამელთა მწვრთნელმა ალფრედ შრიოდერმა თქვა: „ჩვენ შაბათის თამაშის გამო გაგვაკრიტიკეს (შინ 1:1 „გოუ ეჰედ...

ლორიას და ებრალიძეს ჩისკო გაწვრთნის
ჩანაწერი

ლორიას და ებრალიძეს ჩისკო გაწვრთნის

ფამაგუსტას “ანორთოზისი”, სადაც გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე თამაშობენ, ქართველების ძველმა ნაცნობმა, ესპანელმა ჩისკო მუნიოსმა ჩაიბარა. კვიპროსულ კლუბსა და ესპანელ სპეციალისტს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა. “ანორთოზისამდე” ჩისკო ესპანურ “უესკას” წვრთნიდა, მანამდე კი ინგლისურ “უოტფორდს” ხელმძღვანელობდა. ქართველ ქომაგს ჩისკო ყველაზე კარგად თბილისის “დინამოდან” ახსოვს, სადაც 2011-15 წლებში გიორგი ლორიასთან ერთად თამაშობდა (129 მატჩი ჩაატარა და...

ჭაბუკი ბორჯღალოსნების 76:0
ჩანაწერი

ჭაბუკი ბორჯღალოსნების 76:0

ევროპის ჩემპიონატი 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა შორის საქართველოში იმართება და თავისი პირველი მატჩი ჩემპიონობის უმთავრესმა პრეტენდენტმა ნორჩმა ბორჯღალოსნებმაც ჩაატარეს. მოსაყოლი დიდი არაფერია – რუსთავის სარაგბო სტადიონზე ზურაბ ამონაშვილის აღსაზრდელებმა ჩეხი თანატოლები 76:0 დაამარცხეს, ანუ ცხადია, რომ ეს სხვადასხვა წონით კატეგორიაში მყოფი გუნდების შეხვედრა იყო. ქართველები ჩეხებს ყველა კომპონენტში რამდენიმე თავით აღემატებოდნენ და აშკარაა, რომ ეს...

ქართული აღმაფრენის ფრანგული უქმეები
ჩანაწერი

ქართული აღმაფრენის ფრანგული უქმეები

გასულ უქმეებზე, საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-5 ტურში საქართველოს ბორჯღალოსნებმა სამი შთამბეჭდავი ლელო გაიტანეს. ლექსო ყაულაშვილის „ბორდო“ ნორჩი სერგო აბრამიშვილისა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსეს“ 15:3 ამარცხებდა, მაგრამ პარიზელებმა ბოლო წუთებზე ნამდვილი შტურმი მოაწყეს. გადამწყვეტი, მრავალფაზიანი შეტევისას კი საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯმა მელიქიძემ ბურთი მორიგი რაქიდან აიტაცა და ღონიერი მოძრაობით ძელის შალითასთან დაამიწა. გარდასახვიანად ამ ლელომ...

ლოპეტეგი მგლებში?
ჩანაწერი

ლოპეტეგი მგლებში?

„სევილიას“ დამრიგებელმა ხულენ ლოპეტეგიმ, შესაძლოა, ინგლისური „ვულვერჰემპტონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს. „მგლების“ ხელმძღვანელობამ ახლახან ცუდი შედეგების გამო პორტუგალიელი სპეციალისტი, ბრუნუ ლაჟე გაათავისუფლა და ახალ მწვრთნელს ეძებს. თავის მხრივ, არც ლოპეტეგის აქვს საქმე კარგად ანდალუსიურ კლუბში. პრიმერა დივიზიონში 7 ტურის შემდეგ ხუთქულიანი სევილია მე-17 ადგილზეა და და მხოლოდ ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას. ლოპეტეგი „სევილიაში“ 2019 წლიდან...

დაკარგული იმპულსი
ჩანაწერი

დაკარგული იმპულსი

„ლივერპულმა“ სეზონი ცუდად დაიწყო. ტიტულის ერთერთ მთავარ კანდიდატს 7 ტურის შემდეგ მხოლოდ 10 ქულა აქვს და ცხრილში მეცხრე ადგილზეა. ამასთან დაკავშირებით მერსისაიდელთა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა. „მართალია, დასაწყისი კარგი ვერ გამოგვივიდა, მაგრამ იმედია მალე ვიპოვით ჩვეულ იმპულსს და ძველებურად ავთამაშდებით. ამისათვის ერთად ბევრი შრომაა საჭირო. მინდორზე გასვლა სიამოვნებას უნდა განიჭებდეს. მეორე მხრივ,...

მუქთა გიუნდოგანი?
ჩანაწერი

მუქთა გიუნდოგანი?

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ილკაი გიუნდოგანმა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, კარიერა შესაძლოა, „ბარსელონაში“ გააგრძელოს. ესპანური კლუბი მზადაა 31 წლის ფეხბურთელს სარფიანი კონტრაქტი გაუფორმოს, მით უმეტეს, რომ ზაფხულში გერმანელი შუახაზელი თავისუფალი აგენტი გახდება. თავის მხრივ, ქალაქელების მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას, გიუნდოგანის იმედი აქვს და ახალი ხელშეკრულების თაობზე მასთან მოლაპარაკებას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაიწყებენ. შეგახსენებთ, რომ...