იტალიური „კორიერე დელო სპორტი” „ნაპოლის” მიერ „აიაქსის” 6:1 განადგურებას უბრუნდება და წერს, რომ ამ შეხვედრაში იყო ორი მხარე — „აძური”, რომელმაც შთამბეჭდავი გამარჯვებით თავის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი ფურცელი ჩაწერა და „შუბოსნები”, რომელთაც ასევე ისტორიული, ოღონდ უმძიმესი დღე ჰქონდათ. გაზეთი წერს, რომ „აიაქსს” ეს საღამო შედეგის გარდა გულშემატკივრის პროტესტითაც დაამახსოვრდება. იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე შეკრებილი ამსტერდამელი...
ხვიჩა და ახდენილი ოცნებები…
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ნაპოლიმ“ ამსტერდამში „აიაქსი“ 6:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე კვარაცხელიას მოკლე კომენტარი გამოქვეყნდა. „აიაქსი“ კარგი გუნდია, მაგრამ მთავარია, რომ დღეს ჩვენ მოვიგეთ. ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და ეს შედეგი დავიმსახურეთ. ბევრს ვშრომობდი, რომ ჩემპიონთა ლიგაში მეთამაშა და გოლი გამეტანა, დღეს ეს ოცნება ამისრულდა, ძალიან...
მანეს ოქროს ბურთის ფავორიტი
მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა, სადიო მანემ, თქვა, რომ წლევანდელი „ოქროს ბურთი“ მადრიდის „რეალის“ ფორვარდ ქარიმ ბენზემას უნდა გადასცენ. „ვფიქრობ, ქარიმმა დაიმსახურა წლეულს „ოქროს ბურთის“ მიღება. მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა „რეალში“. განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. ძალიან გამიხარდება მისი წარმატება. მართალია, მე სენეგალის ნაკრებთან ერთად აფრიკის ერთა თასი მოვიგე და ბედნიერი ვარ, მაგრამ „ოქროს ბურთი“ ქარიმს ეკუთვნის ამას გულწრფელად...
ფინალამდე – ბელგიასთან 86:0!
ნორჩმა ბორჯღალოსნებმა საქართველოში მიმდინარე ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სტადიაც იოლად გაიარეს და ფინალში გავიდნენ. ნახევარფინალების დღე რუსთავში მე-5 ადგილისთვის პირველი ნახევარფინალით გაიხსნა, სადაც საოცარი შედეგი დაფიქსირდა – გერმანიის U18-მა რუმინელებს 27:17 მოუგო. ზოგადად, „არასარაგბო“ გერმენელების მიერ „სარაგბო“ რუმინელების დამარცხება სენსაციად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა, მეორე მხრივ, სადაც რუმინეთი ესპანეთთან თავს უფლებას აძლევს 0:102 დამარცხდეს, იქ 5...
დანიელები ოჯახების გარეშე
დანიის საფეხბურთო კავშირის მენეჯერმა იაკობ ჰოიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დანიის ნაკრების ფეხბურთელები ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე პროტესტის ნიშნად ოჯახების გარეშე გაემგზავრებიან. ამ ჟესტით, ორგანიზაცია ყატარში არსებულ ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს. „არ გვინდა ყატარში ტურისტულ აქტივობას ხელი შევუწყოთ, ამიტომ ჩვენი დელეგაცია მაქსიმალურად მცირე იქნება. ადრე დიდ ტურნირებზე ოჯახის წევრები ყოველთვის ფეხბურთელებთან ერთად იყვნენ ხოლმე, ამჯერად...
ტიბოს რადიკულიტი
მადრიდის „რეალის“ მეკარე, ტიბო კურტუა, დიდი ალბათობით, „ბარსელონასთან“ მატჩს გამოტოვებს, რომელიც ესპანური პრიმერას მე-9 ტურში, 16 ოქტომბერს გაიმართება მადრიდში. დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, თქვა, რომ ბელგიელი კარის დარაჯის ტრავმა, შესაძლოა, იმაზე გაცილებით სერიოზული გამოდგეს, ვიდრე ვარაუდობდნენ. ამ მიზეზით კურტუამ უკვე გამოტოვა „ოსასუნასთან“ მატჩი (1:1) და „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაშიც არ...
სპალეტი: არ მეტყობა რომ 6:1 მოვიგეთ?
ჩემპიონთა ლიგაში ამსტერდამში „აიაქსის” 6:1 განადგურების შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა: „დღევანდელმა მატჩმა მე ერთადერთი სწორი და სამართლიანი დასკვნა გამომატანინა: ეს არ იყო თამაში, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის. მნიშვნელობა მხოლოდ ერთ რამეს აქვს, როგორ ითამაშე და ამ მხრივ კმაყოფილი ვარ. მაგრამ, როგორც კი შეხვედრა მთავრდება, იმწუთასვე შემდეგზე იწყებ ფიქრს. რადგან თუ არ მოიგებ, ტალღიდან...
გაძეტა დელო სპორტისთვის კვარა სტეფ კარია
სამი თამაში, სამი მოგება. ერთი მეორეზე დამაჯერებელი. „ნაპოლი” იტალიასა და ევროპაში არ განსხვავდება: ის ჩემპიონთა ლიგაშიც მომაჯადოვებელია. ამსტერდამში „აიაქსის” დამარცხება ისტორიული იყო: მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში კუდუსმა გახსნა, „შუბოსნები” განადგურდნენ – 1:6. „ნაპოლის” ევროპულ თასზე ექვსი გოლი არასდროს გაუტანია. გასაგებია, რომ „აიაქსს” საუკეთესო პერიოდი არ უდგას. მან ბოლო შეხვედრა არაფრისმთქმელ „გოუ ეჰედ იგლზთან” ფრედ დაასრულა,...
ჯერ პასი, მერე გოლი
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად ამსტერდამის „აიაქსს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით 6:1 მოიგო. ხვიჩა კვარაცხელია ძირითდ შემადგენლობაში იყო და ნეაპოლელთა გამარჯვებაში დიდი წვლილიც შეიტანა – პირველ ტაიმში საგოლე პასი გააკეთა (მეორე მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში), მეორე ტაიმში კი ყველზე პრესტლჟულ საკლუბო ტურნირში სადებიუტო გოლიც გაიტანა, რის შემდეგაც ხვიჩამ შეცვლა მოითხოვა, ვინაიდან მანამდე ერთ ეპიზოდში ამსტერდამელთა...
ტერ შტეგენი მამლებში?
ბარსელონას მეკარემ, ანდრე ტერ შტეგენმა, კარიერა, შესაძლოა, ინგლისურ „ტოტენჰემში“ გააგრძელოს. ლონდონელები მას უგო ლორისის შემცვლელად მოიაზრებენ. ფრანგი კარის დარაჯი ხომ დეკემბერში 36 წლის ხდება. 30 წლის ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში გერმანელმა 9 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაუშვა. კატალონიურ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება. ლორისი „მამლების“...









