ჭაბუკი ბორჯღალოსნების 76:0

Home დავთარი ჭაბუკი ბორჯღალოსნების 76:0
ჭაბუკი ბორჯღალოსნების 76:0

No description available.ევროპის ჩემპიონატი 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა შორის საქართველოში იმართება და თავისი პირველი მატჩი ჩემპიონობის უმთავრესმა პრეტენდენტმა ნორჩმა ბორჯღალოსნებმაც ჩაატარეს.

მოსაყოლი დიდი არაფერია – რუსთავის სარაგბო სტადიონზე ზურაბ ამონაშვილის აღსაზრდელებმა ჩეხი თანატოლები 76:0 დაამარცხეს, ანუ ცხადია, რომ ეს სხვადასხვა წონით კატეგორიაში მყოფი გუნდების შეხვედრა იყო. ქართველები ჩეხებს ყველა კომპონენტში რამდენიმე თავით აღემატებოდნენ და აშკარაა, რომ ეს ბავშვები გაცილებით სერიოზული ტურნირებისთვის არიან მზად.

ბელგიელებმა ნიდერლანდელ თანატოლებს 23:13 სძლიეს და სორედ ამ წყვილში გამარჯვებულს გაეჯიბრებიან 18-წლამდელი ქართველები შემდგომ ეტაპზე. ეს მატჩი 5 ოქტომბერს 16:15-ზე დაიწყება.

კიდევ ერთი ნახევარფინალური წყვილი პორტუგალიელებმა და ესპანელმა 18-წლამდელებმა შეადგინეს. ჭაბუკმა „ლობუშმა“ წინა ეტაპზე გერმანიას 52:3 მოუგო, ხოლო პატარა „ლომებმა“ რუმინელები 102:0 შეარცხვინეს.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.