დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს” სტუმრობს. დაიწერა, რომ კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში შეიძლება არ ითამაშოს, ყოველ შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში, რადგან „აიაქსთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ფეხი ატკინეს და არ არის გამორიცხული ლუჩანო სპალეტიმ დაასვენოს. მეორე მხრივ, ისიც ითქვა, რომ ხვიჩა მოედანზე იქნება. თავის მხრივ სპალეტიმ ბუნდოვნად განაცხადა, რომ ხვიჩამ და კიდევ ერთმა დაშავებულმა პიოტრ ჟელინსკიმ...
საქართველოს მოგება ბრაზილიური გოლებით
საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბელგიის ნაკრებს უმასპინძლა და 4:2 მოიგო. საქართველოს ნაკრებიდან გოლები ბინიომ, დრასლერმა, რონინიომ და თალესმა გაიტანეს. ჩვენების შემადგენლობა ასეთი იყო: ბუკია – შაგინია, ფერნანდო დრასლერი, თალესი, ბრუნო პეტრი. სათადარიგო: ალექსანდრე ჯამბურია, ვილიან ლოურენსუ, შოთა თოფურია, რონინიო, ბინიო, გიორგი ღავთაძე, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, არჩილ სებისკვერაძე მეორე ტურის...
შენგელია, დარტყმა, არის…
საბერძნეთის ჩემპიონატში “პანეტოლიკოსმა”, სადაც ქართველი ლევან შენგელია თამაშობს, საკუთარ მოედანზე “ვოლოსს” უმასპინძლა. შეხვედრის მე-4 წუთზე ქართველმა ლეგიონერმა კარიდან გამოსულ მეკარეს თითქმის მოედნის ცენტრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა მალე მეორე გოლიც გაიტანეს, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და შეხვედრა 2:3 წააგეს. შენგელია 72-ე წუთზე შეცვალეს.
ჯალაღონიასა და ალანიას სუპერლელოები
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის დივიზიონ პრო დ2-ის მე-6 ტურმა 2 ქართული ლელო მოგვიტანა. ორივე ბორჯღალოსნების ანგარიშზეა და ორივე მეტად ეფექტური გამოვიდა. საქართველოს ნაკრებისა და „ბიარიცის“ მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ სეზონში თავისი პირველი ლელო „მონტობანთან“ გასვლაზე 46:32 მოგებულ მატჩში გაიტანა. შეხვედრის 23-ე წუთზე თორნიკემ ბურთი შერკინებიდან გამოიტანა და 8 ნომრის საუკეთესო ტრადიციებში რამდენიმე მეტოქის ბოჭვებს თავი ცრუმოძრაობებითა და...
… ისევ უმედლოდ
საქართველოს ნაკრებისთვის, ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეც უმედლო გამოდგა… არადა, ორივე წონაში მედლის კანდიდატები ირჯებოდნენ. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჩვენი ქვეყნის სახელს ყველანაირი ტიტულის მქონე ლაშა შავდათუაშვილი იცავდა. ჩვენებური პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი, შვეიცარიელ ნილს შტუმპსა და იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოს აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში თავად დამარცხდა იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ სოიჩი ჰაშიმოტოსთან. შავდათუაშვილმა რეპეშაჟში...
ფრანკფურტში საქართველო მეტოქეებს გაიგებს…
9 ოქტომბერს, თბილისის დროით 14 საათზე, ფრანკფურტში „ფესტჰალის“ ცენტრში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გამართება და გაირკვევა საქართველოს ნაკრების მეტოქეები. წილისყრაში მონაწილეობას 53 ევროპული ნაკრები მიიღებს, გერმანია ტურნირის მასპინძელია და შესარჩევში არ მონაწილეობს. რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოხსნილია. წილისყრის შედეგად შეიქმნება 10 შესარჩევი ჯგუფი – 7 ხუთგუნდიანი და 3 ექვსგუნდიანი. ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გასული ოთხი...
ბაიერნში რონალდუ მალე გადაიფიქრეს
მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა, განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს ბავარიული კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებას აპირებდა, თუმცა მალევე გადაიფიქრეს. „მოკლედ განვიხილეთ რონალდუს „ბაიერნში“ შესაძლო გადმოსვლის პერსპექტივა. ალბათ, „დორტმუნდშიც“ იგივე გააკეთეს. ბუნდესლიგის საერთო სურათი შევაფასეთ. ცხადია, ისეთი ვარსკვლავები, როგორიც რონალდუა, მნიშვნელოვანი ფაქტორები არიან ლიგის პოპულარობისთვის. ის ხომ ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია. მაგრამ პორტუგალიელის...
რა ხელფასებია ნაპოლიში?
„კორიერე დელო სპორტმა” „ნაპოლის” ფეხბურთელების ხელფასები გამოაქვეყნა. სავარაუდოდ, ეს არის თანხები, რომლებიც იბეგრება. გაზეთი წერს, რომ ამ ჯამაგირებს ფეხბურთელები 2022-/23 წლების სეზონში მიიღებენ. გამოცემა ხელფასთან ერთად აქვეყნებს კონტრაქტის ვადებსაც, ანუ დღევანდელი ხელშეკრულების თანახმად როდემდე უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ მოთამაშეს დასახელებული გასამრჯელო. ერთადერთი, „კორიერე დელო სპორტმა” რატომღაც არაფერი თქვა მეკარე ალექს მერეტის ხელფასზე. მერეტმა ახალი...
მამარდამ პამპლონადან სამი ქულა წამოიღო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” პამპლონაში „ოსასუნა” დაამარცხა 2:1 და სტუმრად უიღბლობის ჯაჭვი გაწყვიტა — „მესტალიას” გარეთ ზედიზედ შვიდი შეხვედრიდან ერთიც არ მქონდა მოგებული. სათამაშო ინიციატივა მეტწილად მასპინძლებისა იყო, თუმცა მატჩი უფრო სამი წითელი ბარათით და ორი გაცუდებული პენალტით შემორჩება მეხსიერებას. სამი წითლიდან ორი „ოსასუნას” ფეხბურთელებმა მიიღეს, ერთი კი ვალენსიელმა მუკტარ დიაჰაბიმ, ისიც მსაჯის წამატებულ წუთებში, როდესაც...
DJ Greal-O
„მანჩესტერ სიტის“ 100-მილიონიანი შენაძენი, ჯეკ გრილიში, გამოტყდა, რომ დი ჯეის პროფესიის ათვისებას ცდილობს და უკვე სერიოზულად მეცადინეობს. სახელიც შეარჩია – DJ Greal-O. „საერთოდ, მუსიკის ყველა ჟანრი მომწონს. ამიტომ დი ჯეიც მინდა გავხდე. ვიცი, რომ ჯერ ყველაფერი საშინლად გამომდის, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება. ახლა ფეხბურთის გარდა არაფერი ვიცი. მაგრამ დადგება დრო, როცა კარიერის დასრულება მომიწევს. ამიტომ სხვა...









