საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა ლიეტუვასთან მოგებით დაასრულა. გიორგი ხიზანიშვილის გუნდმა რუსთავში მეტოქე 3:0 დაამარცხა.
ანგარიში 32-ე წუთზე ავთანდილ მაშავამ გახსნა. 83-ე და 89-ზე წუთებზე, შეცვლაზე შესულმა თემურ ოდიკაძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
17-წლამდე ნაკრებმა, ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. ევროპის ჩემპიონატის მომდევნო საკვალიფიკაციო რაუნდს, 17-წლამდე ნაკრები 2023 წლის შემოდგომაზე ითამაშებს.
ლიეტუვა-საქართველო 0:3
გოლები: 0:1 მაშავა (32). 0:2 ოდიკაძე (83. გოგატიშვილის პასით). 0:3 ოდიკაძე (89. ბერელიძის პასით)
საქართველო: საური, გოგატიშვილი, ნიკოლაიშვილი, ქელდიშვილი (69. მინდიაშვილი), მეფარიშვილი, გრიგალავა, გეგუჩაძე, სალია (58. ოდიკაძე), მაშავა (84. ინაიშვილი), ბუბუტეიშვილი (58. თურქია), ბერელიძე.
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ინგლისი | 3 | 2 | 1 | 0 | 10:4 | 7 |
| 2. ისრაელი | 3 | 1 | 2 | 0 | 5:3 | 5 |
| 3. საქართველო | 3 | 1 | 0 | 2 | 6:9 | 3 |
| 4. ლიეტუვა | 3 | 0 | 1 | 2 | 2:7 | 1 |
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
