ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მესამე მატჩიც წააგო, ტურნირზე მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში 12 მიიღო და ბოლო ადგილზე გავიდა. შეგახსენეთ, რომ მანამდე ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა 1:3 წააგეს დანიასთან, 0:6 ინგლისთან. მონტენეგრო-საქართველო 3:1 1:0 პავიჩევიჩი (43), 1:1 ცხოვრებაშვილი (54), 2:1 ჯუკანოვიჩი (73), 3:1 ჯუკანოვიჩი (77) საქართველო: მაქაცარია, გოგნაძე (83. კალანდაძე), ლაცაბიძე, გოგლიჩიძე (78….
გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 35 მილიონ ევრომდე გაზარდა – ასეთი შეფასება აქამდე არც ერთ ქართველ ფეხბურთელს არ ჰქონია. კვარაცხელიას გარდა, რამდენიმე დღის წინ გიორგი მამარდაშვილის ფასიც გაახლდა და ახლა უკვე საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე 20 მილიონ ევროდაა შეფასებული. სხვა ქართველი ფეხბურთელების სავარაუდო სატრანსფერო ფასი (მლნ ევრო) ასეთია: საბა ლობჟანიძე (ჰათაისფორი –…
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი FIBA-ს განახლებულ რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა. აქამდე ჩვენი ნაკრები 35-ე ადგილზე იყო, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისა და ევრობასკეტის შემდეგ, განახლებულ რეიტინგში, 337.4 ქულით 32-ე პოზიციაზეა, რაც ბოლო წლების საუკეთესო შედეგია. ცვლილებებია საუკეთესო ათეულშიც – სლოვენიის ნაკრებმა 2 პოზიციით უკან დაიწია, ხოლო არგენტინა 3 ადგილით დაწინაურდა. უცვლელი დარჩა მოწინავე სამეული…
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გიბრალტართან მატჩით დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა 2:1 მოიგო და ეროვნული გუნდის ისტორიაში პირველად ჩაატარა ზედიზედ 11 მატჩი წაუგებლად. გარდა ამისა, საქართველომ მოიგო C ლიგის ჯგუფი და B ლიგაშ აღზევდა, არამედ, საუკეთესო შედეგი აჩვენა, რითიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის ნახევარფინალში მოედნის უპირატესობა მოიპოვა. თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, ეს ცნობილი…
„გიბრალტარი საქართველოსთან შეხვედრაში ახლოს იყო საკვირველ შედეგთან. მან „ვიქტორია სთედიუმზე” შეხვედრის ბოლოს ჯგუფის ლიდერი საჯარიმოს მიაჯაჭვა და ოცი წუთის განმავლობაში ანგარიშის გაქვითვას ცდილობდა”, — წერს Gibraltar Chronicle. გამოცემა გახარებულია, რომ გუნდმა შეჯიბრება აგრესიული, შემტევი ფეხბურთით დაასრულა, რაც ძალიან განსხვავდებოდა დაცვითი ტაქტიკისგან, რომელსაც გუნდი წინა შეხვედრებში ირჩევდა. გიბრალტარელებს ახლა C-დან D ლიგაში გავარდნა-დარჩენის ფლეი-აუთი აქვთ სათამაშო…
ერთა ლიგის C დონის მე-4 ჯგუფში, სადაც გამარჯვებულმა საქართველომ გიბრალტარში 2:1 მოიგო, რისთვისაც გვარიანი ძალისხმევა დასჭირდა, მეორე ადგილზე ბულგარეთი გავიდა. ბულგარელებმა სკოპიეში 1:0 მოუგეს ჩრდილოეთ მაკედონიას, რომლის მეორეობაშიც ალბათ ბევრს ეჭვი არ ეპარებოდა. ჩრდილოეთ მაკედონია ის გუნდია, რომელმაც ევრო 2020-ზე ითამაშა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდან იტალია გააგდო. მასპინძლები მე-13 წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ: ტოდორ…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes