იტალიამ კვარა აგვისტოში აღიარა

Home კატეგორიის გარეშე იტალიამ კვარა აგვისტოში აღიარა
იტალიამ კვარა აგვისტოში აღიარა

„ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერი, ჩემი აზრით „ნაპოლიმ“ გააკეთა, ვგულისხმობ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლას ნეაპოლიტანურ კლუბში, ნამდვილად კარგი არჩევანი იყო”, – თქვა ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა და ბლოგერმა ჯალუკა დი მარციომ… და რას მოაყოლა მან ამბავი ??? აი, რას: იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ ხვიჩა კვარცხელია სერია A-ს აგვიტოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა !!!

გამოკითხვა „ლეჩესთან“ შუა კვირის მატჩამდე ჩატარდა. ჩვენიანმა შემტევმა საერთო ხმების 87 პროცენტი მიიღო და გვარიანად უკან მოიტოვა უახლოესი მდევრები – სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩი, პიერ კალულუ და ნემანია რადონიჩი.

„AIC-ში რეგისტრირებულმა კოლეგებმა, აგვისტოს საუკეთესოდ კვარაცხელია დაასახელეს. შეფასება სამი მატჩის მიხედვით მოხდა. 67% კვარაცხელიამ აიღო, რომელსაც მილინკოვიჩ-სავიჩი („ინტერთან“ ფენომენალური მატჩის შემდეგ) კალულუ (ასევე დიდებული თამაშით) და სხვები მოსდევენ. მათ რიგებში, ასევე, ჩემპიონატის სიურპრიზი – ნემანია რადონიჩიცაა”, – წერს იტალიური პრესა.

Lega Serie A on Twitter: "We bring you 🇬🇪 Khvicha Kvaratskhelia: The  first player in @en_sscnapoli's history to score three goals in two opening  #SerieA games 🔥 https://t.co/VjrEV3gPKA" / Twitter

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.