მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ კანმა კლუბიდან რომერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ ტოპ კლასის ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც სატრანსფერო პოლიტიკას სიღრმისეულად აკვირდებიან. არც ლევანდოვსკის შემთხვევაში შეცვლილა არაფერი. მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და მოუთმენლად ველით, სეზონის წინა შეკრებაზე“.
ოლივერ კანს „ბარსელონა“ – ლევანდოვსკის კავშირზეც ჰკითხეს, კატალონიელებმა რომ ახლანდელზე უკეთესი სატრანსფერო წინადადებით მოგმართოთ, პოლონელის გაშვებას არც იმ შემთხვევაში დაყაბულდებითო?..
„არ მიფიქრია. ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ კლუბის წარმატებული გამოსვლისთვის ყველაფერი გავაკეთო. „ბაიერნისთვის“ რამდენად მნიშვნელოვანია ლევანდოვსკი, მან ეს ბევრჯერ დაამტკიცა. ვიმედოვნებ მომავალშიც ასე იქნება. კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და სხვა ვარიანტებს არ განვიხილავთ,“ – თქვა კანმა
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
