უკრაინის ძიუდოს ფედერაციის განცხადებით, მათი ნაკრები ტურნირებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.საქმე ისაა, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) რუს და ბელარუს ათლეტებს ტურნირზე ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის უფლება მისცა:
„ისეთი ლოზუნგების შემდეგ, როგორებიცაა: მეგობრობა, სოლიდარობა, მშვიდობა, სპორტი საზღვრებს გარეშე, ძიუდოს ღირებულებები – IJF-მა წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როცა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუშვა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია პირველია, რომელმაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციები უხეშად დაარღვია. IJF-ს გადაწყვეტილებამ, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს, დროშისა და ჰიმნის გარეშე, ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობების ნება დართო, უკრაინული ძიუდოს ოჯახში დიდი გულისწყრომა გამოიწვია. სამწუხაროდ, IJF-მ ბარონ პიერ დე კუბერტენის მიერ ჩამოყალიბებული ოლიმპიური პრინციპების ინტერპრეტაცია თავისებურად მოახდინა. IJF-ს გადაწყვეტილებით მეტისმეტად იმედგაცრუებულნი ვართ და ყველა შეჯიბრებაზე უარს ვამბობთ ვიდრე, სანამ იქ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები იქნებიან,“ – თქვეს უკრაინელმა ძიუდოისტებმა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/09/2026 | 18:13კვერნაძის და ბუდუს მესამე [VIDEO]…
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:12ა-პოლომ ლიგას გახედა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
