გახსოვთ გიორგი გველესიანი? თბილისის „დინამოს“ ტანმაღალი ცენტრალური მცველი? ის ბოლო დროს ირანულ „სეპაჰანში“ გამოდიოდა, ახლა კი კლუბი შიცვალა და თეირანის „პერსეპოლისში“ გადაბარგდა, გუნდში, რომელიც 1963 წელს დაარსდა. „პერსეპოლისს“ ყველაზე მეტჯერ, 14-ჯერ აქვს მოგებული ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, 6-ჯერ თასი, 4-ჯერ სუპერთასი, ერთხელ – აზიის თასების მფლობელთა თასი. გველესიანის ახალმა გუნდმა 2-ჯერ ითამაშა კონტინენტის ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
„პერსეპოლი“ თამაშობს თეირანის „აზადის“ 78-ათასიან სტადიონზე. კლუბსა და ქართველ ფეხბურთელს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ჩვენიანი ირანულ საკლუბო ფეხბურთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. მას კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, თუმცა არჩევანი გაცილებით ტიტულოვან კლუბზე შეაჩერა.
გიორგი გველესიანი რამდენიმე თვის წინ საქართველოს ნაკრების შეკრებაზეც იყო გამოძახებული, მაგრამ ფეხბურთელმა ჩათვალა, რომ იმ პერიოდში სასურველ სპორტულ ფორმაში არ იმყოფებოდა და ჩამოსვლაზე თავად თქვა უარი. 31 წლის გიორგი გველესიანი ახლა ახალ სანაკრებო შანსს ელის.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
