სხვა ფასეულობები, დროში სხვაობა, თაობათა ცვლა – საინტერესო ამბავს შეეხო ნეიმარი.
30 წლის ბრაზილიელს გული წყდება ფანების შედარებით ნაკლებ ჩართულბაზე:
„ბრაზილიის ნაკრები გულშემატკივრებისგან განცალკევებულია. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ ჩვენს თამაშებზე ცოტას წერენ და ცოტას ლაპარაკობენ. ცუდი და მოსაწყენია, იყო ბრაზილიის იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რასაც ქვეყნის ნაკრების თამაში ჰქვია“.
ისე, რაც წიგნებში წაგვიკითხავს ან ძველ ვიდეოებში გვინახავს, რა ხდებოდა ბრაზილიაში წაგების დროს, ეს იყო:
ვისენტე ფეოლა ჩაგდებული მონდიალის მერე ინგლისში დარჩა და შიშით სამშობლოში ვერ ჩავიდა…
როცა ხალხს პირდაპირ ტრიბუნებზე ინფარქტი მოსვლია და გარდაცვლილა…
ახლა ფასეულობები შეცვლილია…
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
