ამ დღეებში „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იტალიელ სუპერაგენტ მინო რაიოლას შეხვდა. როგორც კატალონიურმა პრესამ შეიტყო, მათ ოთხი ფეხბურთელი ახსენეს. ესენია: ერლინგ ჰოლანდი, ჩავი სიმონსი, პოლ პოგბა და ნუსაირ მაზრაუი. ბოლო სამს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტის ვადა 2022 წელს გაუდის.
ჰოლანდს და „დორტმუნდს“ პირობა აქვთ დადებული, რომ თუ ზაფხულში გამოჩნდება მყიდველი, რომელიც 75 მილიონ ევროს გადაიხდის, გერმანული კლუბი 21 წლის თავდამსხმელს გაუშვებს. „ბარსას“ ნორვეგიელის ყიდვა ნამდვილად უნდა, მაგრამ ცდილობს რაიოლას საკომისიო დააკლებინოს. საქმე ის არის, რომ აგენტი და ჰოლანდის მამა თავიანთთვის ცალკე ითხოვენ დიდძალ ფულს.
„აიაქსის“ 24 წლის მარჯვენა მცველის მაზრაუისა და „პარი სენ ჟერმენის“ 18 წლის ნახევარმცველის სიმონსის საქმე ასე ჩახლართულად არ არის, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცნობილი ნახევარმცველის პოლ პოგბას საკითხი სხვანაირადაა. ფრანგს მანჩესტერში მაღალი ხელფასი აქვს. მისი საქმის გაკვაჭვაში რაიოლაც გვარიან საკომისიოს მოითხოვს და რაც მთავარია, „ბარსელონას“ ახალი მწვრთნელი ჩავი ამბობს, რომ პოგბა მის გუნდს ვერ მოერგება — სავარაუდოდ, თავად მისი და ანდრეს ინიესტას ფორმატის არ არის; ჩავის საოცნებო „ბარსა“ კი იოლი მისახვედრია, რომ 2008-12 წლების დროინდელი გუნდია.
თან საინტერესოა, თუკი მწვრთნელს არ სჭირდება, პრეზიდენტმა რატომ დაიწყო აგენტთან პოგბაზე ლაპარაკი?
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:10ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
