საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ტესტ-მატჩების სეზონი ფრედ დასრულებული შეხვედრით დააგვირგვინა. ესპანეთის პატარა ქალაქ არანხუესში ბორჯღალოსნები ფიჯელებს 15:15 დაუზავდნენ, რაც, მეორე ტაიმის ხასიათიდან გამომდინარე, დამაკმაყოფილებელ შედეგად უნდა მივიჩნიოთ.
არადა, ქართველები გამარჯვებასთან ასე ახლოს იყვნენ – მე-7 წუთზე ანგარიშის გახსნის შედეგ, ჩვენი ბიჭები 70-ე წუთამდე ამარცხებდნენ უპრინციპულეს მეტოქეს, ვიდრე კუნძულელთა მგეზავი ბენ ვოლავოლა თანაგუნდელის ლელოს გარდასახავდა.
ქართველთა 15-ვე ქულა თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, ვინც 6 დანიშნულიდან 5 საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. ფიჯელთა დამრტყმელმაც ერთხელ ააცილა, თუმცა ეს პირველი ლელოს გარდასახვისას მოხდა, გარდა ამისა, ვოლავოლამ ერთი ჯარიმაც გაიტანა და ფრეც ამ ქულებიდან შედგა.
მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ბორჯღალოსნებმა კარგად ითამაშეს. უფრო სწორად – ორგანიზებულად, ფიჯელები კი, პირველი ტაიმის მსვლელობისას ხშირად ჯარიმდებოდნენ და თედოს პირველი 9 ქულაც აქედან მოვიდა. თუმცა მეორე ნახევარში ფიჯელებმა ძალიან მაგრად შემოგვიტიეს და ქართველთა გმირული თავდაცვა რომ არა, კუნძულელები ალბათ მეხუთედაც დაგვამარცხებდნენ. ისე კი, 6 შეხვედრიდან ქართველებმა მხოლოდ ერთი მოიგეს და ამ უთიერთობას აგერ, ერთი ფრეც შეემატა.

ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 20:29კაპიტან გორგაძის 20
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 16:01მატკავას ქულები და 7 ლელო
აქეთურ-იქითური21/10/2026 | 21:49ბრონკანის სანოემბრო 36
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:43ნინი, გელა და მატკავა-შოუ
