საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ტესტ-მატჩების სეზონი ფრედ დასრულებული შეხვედრით დააგვირგვინა. ესპანეთის პატარა ქალაქ არანხუესში ბორჯღალოსნები ფიჯელებს 15:15 დაუზავდნენ, რაც, მეორე ტაიმის ხასიათიდან გამომდინარე, დამაკმაყოფილებელ შედეგად უნდა მივიჩნიოთ. არადა, ქართველები გამარჯვებასთან ასე ახლოს იყვნენ – მე-7 წუთზე ანგარიშის გახსნის შედეგ, ჩვენი ბიჭები 70-ე წუთამდე ამარცხებდნენ უპრინციპულეს მეტოქეს, ვიდრე კუნძულელთა მგეზავი ბენ ვოლავოლა თანაგუნდელის ლელოს გარდასახავდა....
