გასულ უქმეებზე ტოპ 14-ის მე-20 ტური გაიმართა და მასში მონაწილეობა 17-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. როგორც წესი, საფრანგეთის ჩემპიონატის ტური არ გადის ქართული ლელოების გარეშე, მაგრამ ამჯერად თავი ჩვენმა დამრტყმელებმა გამოიჩინეს. მართალია, საფრანგეთის ჩემპიონატის პოტენციურმა ლიდერმა „მონპელიემ“ „კასტრი“ საკმაოდ სხვაობით დამარცხდა (9:25) და მეტოქეს ბონუსიც ააღებინა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო ამ შემთხვევაში ის იყო, რომ მონპელიელთა მიერ...
ჭდე: თედო აბჟანაძე
მხოლოდ ფრე…
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ტესტ-მატჩების სეზონი ფრედ დასრულებული შეხვედრით დააგვირგვინა. ესპანეთის პატარა ქალაქ არანხუესში ბორჯღალოსნები ფიჯელებს 15:15 დაუზავდნენ, რაც, მეორე ტაიმის ხასიათიდან გამომდინარე, დამაკმაყოფილებელ შედეგად უნდა მივიჩნიოთ. არადა, ქართველები გამარჯვებასთან ასე ახლოს იყვნენ – მე-7 წუთზე ანგარიშის გახსნის შედეგ, ჩვენი ბიჭები 70-ე წუთამდე ამარცხებდნენ უპრინციპულეს მეტოქეს, ვიდრე კუნძულელთა მგეზავი ბენ ვოლავოლა თანაგუნდელის ლელოს გარდასახავდა....
რატომ ვერ მივაწექით?
შეჯამების დროც დადგა. ემოცია დაცხრა, გული დამშვიდდა და ცივ გონებაზე ნანახის შეფასების საშუალებაც გაჩნდა. დავიწყოთ შედეგით. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს IX თასზე D ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და ამით ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. გლობალურად ესაა მე-14 ადგილი იაპონიაში ჩასულ 20 ნაკრებ გუნდს შორის და დღევანდელი რეიტინგიც შესაბამისია – „მსოფლიო რაგბის“ მიმდინარე კლასიფიკაციაში ბორჯღალოსანთა გუნდი მე-14...


