ზლატანი ჯიბეში ჩაისვა

Home დავთარი ზლატანი ჯიბეში ჩაისვა
ზლატანი ჯიბეში ჩაისვა

ცალი ხელის თითებიც ეყოფა ჩვენი ნაკრების იმ მატჩების ჩამოთვლას, რომლებმაც მსგავსი ემოცია გვაჩუქა. შვედები აშკარად ფავორიტის რანგში ჩამოვიდნენ, მაგრამ თავის ზლატანიანად ნირწამხდარებმა დატოვეს ბათუმი.

განა რამე რადიკალური მიხდა ჩვენს გუნდში – უბრალოდ, ყველამ ბოლო წამამდე იომა და აღმოვაჩინეთ, რომ შეგვძლებია. ახლა ამ ნაპერწკალს მოფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება. კიდევ ერთი: მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე 40 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო, მატჩი 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ „გააკეთა“.

გუშინ ვნახეთ მეომარი გუნდი და მისი აშკარა ლიდერი.

ბათუმში და სრულიად საქართველოში მზიანი ღამე იყო. გმადლობთ!

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".