საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი პოლ პოგბა იმედგაცრუებულია სამფეროვანთა ბოლოდროინდელი თამაშით და პარტნიორებს მეტი მონდომებისკენ მოუწოდებს. „უკვე დიდი დრო გავიდა, რაც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად გავიმარჯვე. მომენატრა მოგების გემო. სამწუხაროდ, ჩვენ მსოფლიოს საუკეთსო გუნდი აღარ ვართ. უნდა შევცვალოთ ბევრი რამ, უფრო აგრესიულები და მოტივირებულები გავხდეთ. მეტი ჟინი და ყველაფერი კარგად იქნება“, – თქვა ფრანგმა ნახევარმცველმა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნულ...
რატომ უკან ?
ფეხბურთის თამაშის არსი, მთავარი მიზანი, გოლის გატანაა! გოლი თუ არ გაიტანე, ვერ გაიმარჯვებ! შესაბამისად, ფეხბურთის იდეა შეტევაა! თამაშის დაწყების, ბურთის თამაშში შეყვანის წესიც ამ იდეის შესაბამისი იყო: მინდვრის ცენტრში, მოწინააღმდეგის კარისკენ სახით მდგომ ფეხბურთელს წინ უნდა გაეგორებინა ბურთი თანაგუნდელისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ ითვლებოდა თამაში დაწყებულად. ამიტომ იყო რომ მინდვრის ცენტრში ორი ან, ზოგ შემთხვევაში,...
NBA-ში ევროპელები გაბატონდნენ
სტატისტიკურმა გამოცემა FiveThirtyEight ჩაატარა კვლევა, რომელი კალათბურთელები იქნებიან NBA-ს კლუბების ყველაზე დიდი აქტივი უახლოესი 7 წლის განმავლობაში. კვლევა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა CARMELO-ს მეშვეობით ჩატარდა, რაც ყოველგვარ ემოციას გამორიცხავს და წმინდა წყლის მათემატიკას ეფუძნება. პროგრამა უამრავ დეტალს ითვალისწინებს. მათ შორის იმასაც, რომ კალათბურთელი 27 წლამდე პროგრესირებს, მერე კი უკეთეს შემთხვევაში, ინარჩუნებს ამ დონეს. შედეგები ამერიკელთათვის ნაკლებად...
გიგაშვილი და ჯალაღონია მიდი ოლიმპიკის სიმბოლურში
ყველაზე ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის სასტარტო ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ზოგადად, ტურის სიმბოლურებს მრავალი გამოცემა ადგენს ხოლმე, მაგრამ „მიდი ოლიმპიკის“ ვერსია საექსპერტო სტატუსს ატარებს. ამდენად, მით უფრო საპატიო და სასიამოვნოა, რომ პირველ ტურში ქართველთა შთამბეჭდავი გამოსვლა არა მარტო ჩვენ დავაფასეთ. ტოპ 14-ის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ბორჯღალოსანი მოხვდა. მარცხენა ბურჯის...
მოდრიჩს და მანჯუკიჩს ერთმანეთი სძულდათ
35 წლის ხორვატმა მარიო მანჯუკიჩმა კარიერა დაასრულა. სულ თავდამსხმელი 9 კლუბში თამაშობდა, მათ შორის „ბაიერნში“, „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსში“. მან 89-ჯერ მოირგო ეროვნული ნაკრების მაისურა და 33 გოლი გაიტანა. ამ შეხვედრებში მანჯუკიჩს დიდებულ პარტნიორობას უწევდა 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი, რომელთანაც სულაც არ ჰქონია კარგი ურთიერთობა. ისინი სამი წელიწადი არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. კონფლიქტი ისლანდიაში,...
გაზს ფეხი აუშვი, კრიშტიანუ!
სუპერმანქანების მოყვარული კრიშტიანუ რონალდუ ინგლისის იმ სოფელში, სადაც მისი ახალი, მდიდრული სახლ-კარი მდებარეობს, საათში 20 მილზე (32 კმ/სთ) სწრაფად ვერ იქროლებს. ასეთია შეზღუდვა. 36 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი მანჩესტერში წინა კვირას ჩავიდა და 6 მილიონად შეფასებულ აგარაკზე დასახლდა. სოფელს, სადაც რონალდუს და არა მარტო მისი მდიდრული საცხოვრებელი მდებარეობს, საკმაოდ ფართე გზა სდევს საიმისოდ, რომ სწრაფი ტარების...
იმიტატორი !
ფეხბურთი! ახლო წარსულში, ასობით ათასი ქართველის სიყვარულის ობიექტი და აქედან გამომდინარე, თითოეულის ცხოვრების ნაწილი იყო! განურჩევლად ასაკისა თუ პროფესიისა! როცა საქმე ფეხბურთს ეხებოდა, ყველა, დიდიცა და პატარაც, მეცნიერიცა და ხუროც ერთი ჭკუისანი ვიყავით! ერთიანნი ვიყავით! მამაკაცები კი არა, ქალებიც არ ჩამორჩებოდნენ და ნებისმიერი „ნეიტრალური“ დიასახლისიც კი გულწრფელად ინტერესდებოდა „რა ქნა დინამომ“. სულ მცირე, იმიტომ მაინც,...
პიანიჩისა და კუმანის კონფლიქტის ამბავი
მირალემ პიანიჩმა „ბარსელონა“ დატოვა. 31 წლის ბოსნიელი „ბეშიქთაშში“ გადავიდა და სამშვიდობოს გასულმა კატალონიელთა ჰოლანდიელ მწვრთნელ რონალდ კუმანზე ილაპარაკა. დიდი შეტყობა არც უნდოდა, რომ პიანიჩსა და კუმანს ერთმანეთზე მზე და მთვარე არ ამოსდიოდათ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ „იუვენტუსიდან“ „კამპ ნოუზე“ გადაბარგებულ პიანიჩს არ გაუმართლა, COVID 19 შეეყარა. მართალია ზაფხული ანუ შვებულებების პერიოდი იდგა, მაგრამ ფეხბურთელი...
კეიტა გვინეაში გაიჭედა
კვირას გვინეაში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამბოხებულებმა ქვეყნის პრეზიდენტი შეიპყრეს, არსებული კონსტიტუცია გააუქმეს და საზღვრები ჩაკეტეს. გვინეის ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი უნდა ეთამაშა მაროკოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. ცხადია, შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო. Sky Sports კი გვამცნობს, რომ ამ შემთხვევით ძალიან შეწუხებულან „ლივერპულში.“ მოგეხსენებათ, მათი ნახევარმცველი, ნაბი კეიტა გვინეელია და სანაკრებო...
ქართველთა იმედისმომცემი სტარტი ტოპ 14-ში
საფრანგეთის ტოპ 14-ის 2021-2022 წლების სეზონი ქართველთათვის ერთობ დამაიმედებლად დაიწყო. სასტარტო ტურის 7 მატჩში ჩვენი ნაკრების 16-მა ყოფილმა, მოქმედმა თუ მომავალმა წევრმა მიიღო მონაწილეობა! ეს კი არა, ამ 16-დან ცხრა კაცი თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ამათგან სამმა სულაც შეუცვლელად ითამაშა! ჰოდა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ყველა ზემოთმოყვანილი რიცხვი სარეკორდო და უპრეცედენტოა ქართული სარაგბო...









