სუპერმანქანების მოყვარული კრიშტიანუ რონალდუ ინგლისის იმ სოფელში, სადაც მისი ახალი, მდიდრული სახლ-კარი მდებარეობს, საათში 20 მილზე (32 კმ/სთ) სწრაფად ვერ იქროლებს. ასეთია შეზღუდვა.
36 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი მანჩესტერში წინა კვირას ჩავიდა და 6 მილიონად შეფასებულ აგარაკზე დასახლდა. სოფელს, სადაც რონალდუს და არა მარტო მისი მდიდრული საცხოვრებელი მდებარეობს, საკმაოდ ფართე გზა სდევს საიმისოდ, რომ სწრაფი ტარების მოყვარულმა ვარსკვლავმა თავისი კოლექციის ავტომობილები აგელვოს. რონალდუს კოლექცია ჯამში 17 მილიონი გირვანქა ღირს. მასში შედიან 1,4 მილიონად შეფასებული „ფერარი მონცა“, 2,15 მილიონად შეფასებული „ბუგატი კაირონი“, 1,7 მილიონ გირვანქად შეფასებული „ბუგატი ვეირონი“ და სხვა.
მაგრამ, დიდი სურვილის მიუხედავად, კრიშტიანუ ახალი სახლის გზაზე მანქანებს ვერ აბღუილებს, რადგან ჩეშირში მდებარე ოლდერლი ეჯის ადმინისტრაციამ სისწრაფის ლიმიტი დააწესა. მიზეზი: ვინაიდან სოფელში მდიდრებმა აგარაკები აიშენეს, მათ კი სწრაფი მანქანები ჰყავთ, იქაური მიდამო გაიჩეხა — აშენდა ბენზოგასამართი სადგურები. ამან, ადგილობრივი მოსახლეობა გააღიზიანა, ადმინისტრაცია კი ეკოლოგიაზე ჩააფიქრა.
როგორც ჩანს, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს ქროლვისთვის სხვა ადგილის მოძებნა მოუწევს, თორემ აშკარა სისულელეა იჯდე „ლამბორგინიში“ და დადიოდე საათში 32 კილომეტრის სიჩქარით.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/10/2026 | 09:35ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს
მთავარი ამბავი27/10/2026 | 08:34კეინი!.. რომელსაც დიდი გუნდური ტიტული არ მოუგია
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 13:59ბარსელონა – მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორე
მთავარი ამბავი26/10/2026 | 11:53მბაპეც პალადიუმში იქნება, იამალიც და კეინიც
