ედენ აზარმა „რეალის” მწვრთნელად კარლო ანჩელოტის დანიშვნა სიხარულით მიიღო. ბელგიელ ვარსკვლავს 27 მაისს გადამდგარ ზინედინ ზიდანთანაც ჩინებული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ის ფიქრობს, რომ მისთვის ანჩელოტიც შესანიშნავი ხელმძღვანელი იქნება. „მადრიდში ყველამ კარგად იცის, თუ რა შესძინა ანჩელოტიმ თავის დროზე „რეალს”, — თქვა აზარმა RTBF-თან ინტერვიუში, — მან ამავე ფეხბურთელებით ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ის „სანტიაგო ბერნაბეუზე” ბევრს...
საქართველომ მერვე ცდაზე იმარჯვა
საქართველოს ნაკრებმა ნავსი გატეხა და რუმინეთის ნაკრები მერვე შეხვედრაში დაამარცხა. პლუს, ეს იყო ვილი სანიოლის პირველი გამარჯვება საქართველოს ნაკრებში დანიშვნის შემდეგ. ჩვენებმა 2:1 მოიგეს. ვერ ვიტყვით რომ იდეალური მატჩი ჩაატარეს. ვერც იმას ვიტყვით, რომ სანიოლმა იდეალური შემადგენლობა დააყენა. მეტიც, თუ ფრანგმა სპეციალისტმა ის ნახევარდაცვა, რაც რუმინეთთან ათამაშა, არავისთან უნდა გაიმეოროს… ბევრი შეცდომა იყო დაცვაში და...
ბორჯღალოსნებს ნოემბერში ფრანგები გამოცდიან
ჯერ იყო და, 2020 წლის ზაფხულში ჩვენს სარაგბო ნაკრებს სამხრეთ აფრიკაში საამაყო ტესტ-მატჩი გაუუქმდა, შემდეგ კი 7 ნოემბერს საფრანგეთთან გასამართი ტესტიც ჩაეშალა… თუმც რაც ბორჯღალოსნებმა შარშან დაკარგეს, წლეულს აუნაზღაურდებათ. მაგრამ „ქურციკებმა“ წლეულს შარშანდელი გაუქმებული ორმაგად აანაზღაურეს და ქართველებს ორი ტესტის გამართვა შესთავაზეს. გადაწყდა, რომ მსოფლიო ჩემპიონთან ქართველთა ორივე ჯახი „ქურციკთა“ სამშობლოში გაიმართება – 2 და...
არასპორტული თამაშის ქრონოლოგია
ეს ამბავი იმით დაიწყო, რომ ვიღაცას აეროპორტში მისვლა დაავიწყდა, თუ დაეზარა, თუ საჭიროდ არ ჩათვალა. მერე კი იფიქრა, რომ უხერხულობიდან საუკეთესო გამოსავალი გაღმა შედავება იქნებოდა. 31 მაისი. 11:14 საათი ტელეკომპანია „პირველი“ აჩვენებს ლიეტუვას რაგბის კავშირის პრეზიდენტის ინტერვიუს. სატელეფონო საუბარში პრეზიდენტი ამბობს: „როცა ჩამოვფრინდით, არავინ დაგვხვდა… არ მინდა კიდევ ბევრი ცუდი რამ ვთქვა… ეს იყო ყველაზე...
რეალს კარლო ანჩელოტი გაწვრთნის!
გადაწყდა: „რეალს” იტალიელი კარლო ანჩელოტი გაწვრთნის. მადრიდელთა ყოფილი თავკაცი „სანტიაგო ბერნაბეუზე” ბრუნდება, რათა გუნდი თავისი ყოფილი ასისტენტისგან, ზინედინ ზიდანისგან ჩაიბაროს. ზიდანის შემცვლელად ასახელებდნენ მასიმილიანო ალეგრის, ანტონიო კონტეს, მაურისიო პოჩეტინოს, რაულსა და ჩაბი ალონსოს, მაგრამ სამწლიან კონტრაქტს ხელი ანჩელოტიმ მოაწერა. „მარკა” პირდაპირ წერს, რომ ის ფლორენტინო პერესისა და ხოსე ანხელ სანჩესის ყველაზე სასურველი კანდიდატი არ იყო,...
რეალმა ზიდანს უპასუხა
„რეალმა” ზინედინ ზიდანის პრეტენზიას პასუხი გასცა. ამას მადრიდული გაზეთი AS წერს. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, „ლოს ბლანკოსის” ფრანგმა ლეგენდამ გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც მან „რეალის” ფანებს მიმართა და სადაც განმარტა, თუ რატომ მიდის კლუბიდან. კლუბის შეფებისა და პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის გარემოცვის საპასუხო რეაქცია ასეთი იყო: მათი ინფორმაციით, პერესი ზიდანს, პირისპირ, ორი საათის განმავლობაში უმტკიცებდა, რომ ის...
ოთხი მარჯვენა მცველი რა ამბავია
გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების საბოლოო, 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და ადგილობრივმა მას-მედიამ ყველაზე დიდი ყურადღება მასში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მოხვედრაზე გაამახვილა. ლივერპულელს სეზონის ბოლო იმდენად ეფექტური ჰქონდა, რომ ეროვნული გუნდის თავკაცმა ევრო 2020-ზე წამსვლელი ვარსკვლავების მარაქაში გარია. არადა, პრესაში დიდხანს მარჩიელობდნენ, რომელ მარჯვენა მცველს დატოვებდა საუთგეიტი შინ. თურმე, არავისაც არ ტოვებს, ოთხივე მიჰყავს და ახლა ალექსანდერ-არნოლდს დიდი...
მიზანი: ბერლინი!
2022 წელს საქართველო ევრობასკეტს უმასპინძლებს. საამისო მზადება დაწყებულია, ჯგუფები ცნობილია. თბილისში ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები გაისად, სექტემბერში ჩამოვლენ. ოთხი საუკეთესო ფლეი ოფში მოხვდება და სხვა ჯგუფების 12 საუკეთესო გუნდთან ერთად ბრძოლას უკვე ბერლინში გააგრძელებს. რამდენად მისაღები ჯგუფია და რა სტადიაშია დარბაზის მშენებლობა, ამ თემებზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გვესაუბრა: –...
ნაომი მედიას გაებუტა
მსოფლიოს მეორე ჩოგანი ნაომი ოსაკა „როლან გაროსიდან“ მოიხსნა. მიზეზი – ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარი. 23 წლის იაპონელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2018 წელს პირველი სლემტიტულის მოპოვების შემდეგ მუდმივად აწუხებდა დეპრესიის ხანგრძლივი შეტევები. ჯერ კიდევ გასულ კვირაში ნაომიმ თქვა, რომ ფსიქოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით არ მიიღებდა მონაწილეობას მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებში. არადა, WTA და ATP-ის დებულებით, ეს სავალდებულო პროცედურაა....
სეზონის საუკეთესო იტალიური
სერია A-ს ორგანიზატორებმა სეზონის შეჯამება დაიწყეს და პოზიციების მიხედვით საუკეთესოები დაასახელეს. ბუნებრივია, ჩემპიონი „ინტერის“ წევრებს გარკვეული ფორა ჰქონდათ და მჯობნის მჯობნიც მათგან შეირჩა. 24 წლის ნიკოლო ბარელა არც ძალიან ქუხს და არც ძალიან შედეგიანია – სულ 3 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა სეზონში. სამაგიეროდ, ბარელა სტაბილურობის განსახიერებაა და 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სპეციალისტებს ნამდვილად არ...









