საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის პროფესიულ საკალათბურთო ლიგის საუკეთესო მოთამაშისა და სიმბოლური ხუთეულების ნომინაციებშია წარდგენილი და ერთერთ ფავორიტადაც ითვლება.
ამ ნომინაციებში საუკეთესოების გამოვლენა უკვე დაიწყო. გამოკითხვაში ლიგა ენდესას მოთამაშეები, მწვრთნელები, ფანები და ჟურნალისტები მონაწილეობენ.
ლიგის ხელმძღვანელობამ საუკეთესოები სამ პოზიციაზე გაანაწილა – უკანახაზელები (20 მოთამაშე), შუახაზელები (25) და შემტევები (25).
შერმადინი მიმდინარე სეზონში 13-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რაც ყველაზე მეტია ლიგაში. ქართველი ცენტრი სამ-სამჯერ იქნა დასახელებული ტურის MVP-დ და თვის საუკეთესო კალათბურთელად – ოქტომბერში, იანვარში და მარტში. საერთო სარგებლიანობის ინდექსით, რითაც მატჩის საუკეთესო მოთამაშეს ავლენენ, შერმადინი ლიგაში პირველ ადგილზეა.
გამოკითხულთა შორის არიან საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელებიც – თად მაკფადენი და კონერ ფრენკამპი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
