საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის პროფესიულ საკალათბურთო ლიგის საუკეთესო მოთამაშისა და სიმბოლური ხუთეულების ნომინაციებშია წარდგენილი და ერთერთ ფავორიტადაც ითვლება. ამ ნომინაციებში საუკეთესოების გამოვლენა უკვე დაიწყო. გამოკითხვაში ლიგა ენდესას მოთამაშეები, მწვრთნელები, ფანები და ჟურნალისტები მონაწილეობენ. ლიგის ხელმძღვანელობამ საუკეთესოები სამ პოზიციაზე გაანაწილა – უკანახაზელები (20 მოთამაშე), შუახაზელები (25) და შემტევები (25). შერმადინი მიმდინარე სეზონში 13-ჯერ გახდა...
