საკალათბურთო კლუბ მადრიდის „რეალის“ 35 წლის შემტევმა მცველმა რუდი ფერნანდესმა, როცა მორიგი ტრავმის შემდეგ გამჯანმრთელდა თქვა, რომ სრულყოფილად ფორმის აღდგენა უჭირს, ხოლმე.
„ცოტა დავიღალე. მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან ერთად ვივარჯიშე და კონდიციებს ვუბრუნდები. ამით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩემი კარიერა უკვე დასასრულისკენ მიდის“, – განაცხადა ფერნანდესმა.
ფერნანდესი „რეალში“ 2011 წლიდან პერიოდულად თამაშობს. შემდეგ ერთი წელი NBA-ში მოსინჯა ძალები და „დენვერ ნაგითსში“ ითამაშა. 2012 წლიდან კი, საბოლოოდ ჩაჯდა მადრიდულ კლუბში.
ფერნანდესი „რელათან“ ერთად ორჯერ გახდა ევროლიგის გამარჯვებული. ფერნანდესსა და კლუბს შორის კონტრაქტი 2022 წლამდეა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
