555 237 619 – მესის მილიონები დაუთვალეს

Home კატეგორიის გარეშე 555 237 619 – მესის მილიონები დაუთვალეს
555 237 619 – მესის მილიონები დაუთვალეს

„ელ მუნდოს” ცნობით, ჯამური თანხა, რომელიც ლეო მესის ივნისში, „ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ანგარიშზე დაუგროვდება, არის 555 237 619 ევრო.

არგენტინელი 2017 წლის შემდეგ სეზონში 138 მილიონ ევროს იღებს.

„ბარსელონაში” ბოლო კონტრაქტი მან კლუბის ყოფილ პრეზიდემტთან ჟოზეპ მარია ბარტომეუსთან სწორედ 2017 წლის ნოემბერში გააფორმა.

არის მოსაზრება, რომ ბარტომეუს მხრიდან ასეთი ასტრონომიული თანხის გადახდა შეცდომა იყო, რადგან ამას „ბარსას” ფინანსური პრობლემები მოჰყვა.

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.