ესპანური კლუბები თავიანთ სუპერთასს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაითამაშებენ. დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე „რეალი” „ვალენსიას” შეხვდება, ხოლო ხვალ, იმავე დროს, „ბარსელონა” და „ატლეტიკო” დაეტოლებიან ერთმანეთს. ტროფის ბედი 12 იანვარს ფინალში გადაწყდება. ეს თითქოსდა პირწმინდად საფეხბურთო ინფორმაცია პოლიტიკით არის დამძიმებული. მოგეხსენებათ, 2 იანვრის შემდეგ აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, საუდის არაბეთი კი სახიფათო...
წელი: 2020
ტერმინატორი? არა – დომინატორი!
სპორტის ყველა სახეობაში გასული ათწლეულის გმირების დასახელება გრძელდება. კალათბურთში გასული ათი წელიწადი უდავოდ ლებრონ ჯეიმსის იყო, კრივში ფლოიდ მეივეზერის, მძლეოსნობაში უსაინ ბოლტის, ფორმულა 1-ში ლუის ჰემილტონის, ფეხბურთში ლეო მესის… ჩოგბურთში დღეს ერთბაშად სამი მოქმედი ლეგენდაა და ვისიმე გამორჩევაც უფრო გემოვნების საქმეა, მაგრამ საკმარისია ციფრები მოვიშველიოთ და – რაღა თქმა უნდა, ნოვაკ ჯოკოვიჩი! სერბის სულ მოგებული...
დათრგუნული და მოწუწუნე ამომავალი რონალდუ
„ახლა ვხედავ, „ბენფიკაში” რა ბედნიერი ვყოფილვარ”, — თქვა მადრიდის „ატლეტიკოს” 20 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ჟოაუ ფელიქსმა BenficaPlay-თვის მიცემულ ინტერვიუში. პორტუგალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ესპანეთის დედაქალაქში გასულ ზაფხულს გადაბარგდა. „ატლეტიკომ” მასში 126 მილიონი ევრო გადაიხადა. კონტრაქტის თანახმად ჟოაუ ფელიქსი „ვანდა მეტროპოლიტანოზე” 2026 წლამდე უნდა დარჩეს, მაგრამ უკვე ლისაბონში დაბრუნებაზე წუწუნებს. „ჩემი გეგმა ერთ მშვენიერ დღეს შინ დაბრუნება...
გაწბილება ბებერ ტრეფორდზე (video)
მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ” „იუნაიტედს” 3:1 მოუგო, რამაც „იუნაიტედის” ფანები გააბრაზა და მათ სოციალურ ქსელებში ოლე გუნარ სულშერს შეუტიეს. ეს გახლდათ „კარაბაოს თასის” ნახევარფინალური თამაში, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” გაიმართა ანუ სულშერის გუნდმა შინ წააგო. გულშემატკივრებმა ეს, ჯერ ერთი, შეურაცხყოფად მიიღეს და მეორეც, ახლა, საპასუხო მატჩში, „ეტიჰედზე”, ურთულესი ამოცანის წინაშე დგანან — თუკი ფინალში გასვლა უნდათ, ეს...
კოტე ფინიში
მთელი წინასაახალწლო პერიოდი რაგბის ქართველი გულშემატკივარი საფრანგეთის ტოპ 14-ის ამარა იყო, რადგან ინგლისის პრემიერშიპში, კერძოდ კი „უოსპსში“ მოასპარეზე ერთადერთი ქართველი ზურა ჟვანია ბოლო ხანებში ტრავმის გამო არ თამაშობდა, ხოლო საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონ პრო D2-ში, სადაც ქართველ მორაგბეთა განსაკუთრებული სიმრავლეა, საშობაო და საახალწლო არდადეგები გამოცხადდა და ეს ტურნირი მხოლოდ 9 იანვარს განახლდება. ამდენად, ჩვენც მხოლოდ...
რეალიდან ერთადერთი ოქროს ბურთიც მიდის
ფლორენტინო პერესმა წლეულს „რეალის“ სერიოზული „გადაიარაღება“ დააანონსა, თუმცა ხმაურიანი ტრანსფერები მხოლოდ ზაფხულშია მოსალოდნელი. როგორც წესი, დიდი საფეხბურთო ფორუმების წინ დონ ფლორენტინოს დარი საქმოსნები ფეხს ითრევენ: ემანდ ბევრმილიონიანმა შენაძენმა ევრო 2020-ზე ტრავმა არ მიიღოს, ან ეგებ, სულ სხვა ახალმა ტალანტმა დაიქუხოსო. ამასობაში კი ზინედინ ზიდანი ძველ კადრებ დაუნანებლად ეთხოვება და სახელფასო ფონდსაც მნიშვნელოვნად ათავისუფლებს. გუნდიდან ლუკა...
დაბრუნება დასასრულით
ნოსტალგია მოეძალა. ვეღარ გაუძლო ოჯახის, სამშობლოს მონატრებას, რაც დიდად არც გაგვკვირვებია. ის ხომ ლეგიონერობას ჩვეული არ იყო, მთელი საფეხბურთო კარიერა „რომაში“ გაატარა და ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტის წასვლის შემდეგ, დედაქალაქელთა კაპიტნის სამკლაურიც დამსახურებულად შეიბა მკლავზე. „რომას“ გარდა, ერთადერთი გუნდი, რომლის მაისურაც მან მოირგო „ბოკა ხუნიორსი“ იყო. ტიტულოვან არგენტინულ კლუბში ის შარშან ზაფხულს გადაბარგდა, თუმცა ფაქტია, რომ...
გვარდიოლა იუნაიტედის და რეალის მწვრთნელი არასდროს გახდება
პეპ გვარდიოლამ „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის წინ განაცხადა, ცხოვრებაში სხვა არჩევანი რომ აღარ მქონდეს, „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი მაინც არ გავხდებიო. შუაღამისას, „ოლდ ტრეფორდზე” მანჩესტერული დერბია. „მათ არასდროს გავწვრთნი, — თქვა კატალონიელმა, — ზუსტად ისე, როგორც არასდროს გავწვრთნი „რეალს”. თუ სხვა ვარიანტი აღარ მექნება, მალდივებზე წავალ ან გოლფის თამაშით შევიქცევ თავს”. შემდეგ, „ბარსელონას”...
ტკბილი იანვარი
აგერ, FA CUP-ის 1/32 ფინალში მერსისაიდული დერბი გაიმართა. თან ეს ხომ იცით როგორი თამაშია? პრემიერლიგაში, ყველაზე მეტი წითელი ბარათი ამ გუნდების შეხვედრებში დაფიქსირებულა. მოკლედ, საუკუნის განმავლობაში „ლივერპულსა“ და „ევერტონს“ შორის ომი იყო, ბოლო ხუთი წელი კი ამ დერბიმ თავისი პეწი დაკარგა. კი, „ევერტონი“ ინგლისში ბოლო იყო, ვინც წინა სეზონში თანაქალაქელებს ქულები დააკარგვინეს (რაც, როგორც საბოლოოდ...
საქართველომ პრესტიჟი გადაირჩინა
ავსტრალიაში ალმოდებული ტყეების ფონზე გრძელდება ATP-ის თასის გათამაშება ჩოგბურთში. ქვეჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა იაპონელებთან დასანანი მარცხი იწვნია. ალექსანდრე ბაკშის და ზურა ტყემალაძის წყვილმა მაცუი-მაკლალანის დუეტი უპირობოდ დაჯაბნა – 6:2, 6:4. სამწუხაროდ, ეს პრესტიჟის მოგება აღმოჩნდა. არადა, ერთეულთა თანრიგის ორი შეხვედრიდან ერთიც რომ მოგვეგო, ჯგუფიდან გასვლაზეც წავიოცნებებდით… რატომაც არა? ნიკოლოზ ბასილაშვილს მსოფლიოს 72-ე ჩოგან...









