საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფი ხომ ურთულესი შეხვდა, არანაკლებია – კალენდარი.
კალენდარი კი, independent.co.uk-მა გამოაქვეყნა.
სეზონს გაზაფხულზე შვედებით ვიწყებთ და შემოდგომაზე შვედებითვე ვამთავრებთ. საწყისი სამი ტური ურთულესი გვაქვს – ექვსი დღის განმავლობაში ვეთამაშებით შვედეთს (სტუმრად), ესპანეთსა (შინ) და საბერძნეთს (სტუმრად).
სრული კალენდარი ასეთია:
I ტური, 25 მარტი: შვედეთი-საქართველო;
II ტური, 28 მარტი, 2021 წელი: საქართველო-ესპანეთი;
III ტური, 31 მარტი, 2021 წელი: საბერძნეთი-საქართველო;
IV ტური, 2 სექტემბერი, 2021 წელი: საქართველო-კოსოვო;
V ტური, 5 სექტემბერი, 2021 წელი: ესპანეთი-საქართველო;
VI ტური, 9 ოქტომბერი, 2021 წელი: საქართველო-საბერძნეთი;
VII ტური, 12 ოქტომბერი, 2021 წელი: კოსოვო-საქართველო;
VIII ტური, 11 ნოემბერი, 2021 წელი: საქართველო-შვედეთი
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
სიახლეები05/07/2026 | 17:59OTP ბოლოზე
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა