ამას წინათ „ჰიუსტონის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რასელ ვესტბრუკმა გუნდიდან გაშვება ითხოვა. მისი ამ განცხადების მიზეზის რამდენიმე ვერსიაც დაიწერა. ერთ-ერთი ის იყო, რომ რასელს გუნდში ისეთი ლიდერის ფუნქცია სურდა, როგორც ეს „ოკლაჰომაში“ ჰქონდა. „ჰიუსტონის“ ლიდერობაში კი ხელს ჯეიმს ჰარდენი უშლის.
ჰოდა, „ჰიუსტონმა“ გადაწყვიტა ვესტბრუკი დაიტოვოს და გუნდიდან ჰარდენი გაუშვას. არის საუბარი, რომ „წვერა“ „ბრუკლინში“ გადაბარგდება.
ბრუკლინელები ჰარდენში ოთხ კალათბურთელს გამოდიან: სპენსერ დინუიდი, კარის ლევერტი, ტორინ პრინსი და ჯარეტ ალენი. თუ მხარეები შეთანხმდებიან, ყველაფერი 22 ნოემბერს გაცხადდება, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გაიხსნება.
თუ „ჰიუსტონის“ ხელმძღვანელობა ჰარდენს გაუშვებს, თავად კალათბურთელს სამ კლუბში სურს გადასვლა – „მაიმი“, „ფილადელფია“ და „ბრუკლინი. თუმცა, სპეციალისტთა აზრით, „ბრუკლინი“ ყველაზე მისაღები ვარიანტია, სადაც ჯეიმს კიდევ ორ ვარსკლვას შეუერთდება – კაირი ირვინგსა და კევინ დურანტს. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში „ბრუკლინი“ საჩემპიონო რბოლაში ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
