„მსოფლიო ჩემპიონატი დათქმულ ვადებში გაიმართება. მანამდე ორ წელიწადზე მეტია დარჩენილი და კორონავირუსზე კონტროლს დავამყარებთ. დრო საკმაოდ არის,“ – განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ და იმედიანად აღნიშნა, რომ კორონავირუსი ყატარი 2022-ის მაყურებლებით ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის.
შესარჩევის ყველა მატჩი გაისად ჩატარდება. პირველი ტური 24 – 25 მარტს გაიმართება.
მონდიალი, როგორც იცით, ზამთარი იქნება: 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე. და რაც შეეხება ევროპის ზონის შესარჩევის წილისყრას, საბოლოოდ გადაწყდა: წლეულს, 7 დეკემბერს ციურიხში ჩატარდება. გაკეთდება 10 ჯგუფი და მხოლოდ პირველადგილოსნები მიიღებენ ყატარის საგზურს. ევროპიდან კიდევ სამი ადგილი კი 12 გუნდიდან გათამაშდება: 10 მეორეადგილოსანს პლუს 2 საუკეთესო ნაკრები ერთა ლიგიდან.
წილისყრისას საქართველო 6-დან მე-4 კალათაში იქნება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
