მსოფლიოს 131-ე ჩოგანი ნადია პოდოროსკა პირველია, ვინც Open Era-ში (1968 წლიდან დღემდე) „როლან გაროსის“ ნახევარფინალში გასვლა კვალიფიკაციიდან მოახერხა. 23 წლის უკრაინული წარმოშობის არგენტინელმა აშკარა ფავორიტად მიჩნეული „თანამემამულე“ უკრაინელი ელინა სვიტოლინა ორ სეტში, 6:2, 6:4 დაამარცხა.
პოდოროსკა ნახევარფინალში ტურნირის კიდევ ერთ აღმოჩენას 19 წლის პოლონელ იგა შვიატეკს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში იტალიელი მარტინა ტრევიზანი 6:3, 6:1 დაამარცხა. მანამდე შვიატეკმა მეორე ნომრად განთესილი სიმონა ჰალეპი გაუშვა სახლში.
ნახევარფინალური წყვილი ცნობილია კაცთა შორისაც: დიეგო შვარცმანმა დომინიკ ტიმის წინააღმდეგ ითამაშა და მეტოქეს 5 სეტში, 7:6, 5:7, 6:7, 7:6, 6:2 მოუგო. მატჩი 5 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.
ოთხ სეტში ჩოგბურთელებს ექვსი გეიმი მოსაგებად არ ეყოთ. ამან ჩოგბურთელებს ძალა წაართვა და ბოლოს მოიგო მან, ვისაც მეტი ენერგია შერჩა. ეს შვარცმანია, რომელიც რაფა ნადალას შეხვდება.
ნადალმა კი თავის მხრივ იანიკ სინერი „დააგდო“ – 7:6, 6:4, 6:1. იტალიელი მაგარი ბიჭი ჩანს, 19 წლის არის და უკვე რამდენიმე ტოპ-ჩოგბურთელს ბდღვირი ადინა. ნადალსაც ორი სეტი გაუწია წინააღმდეგობა, მაგრამ…
ნადალი და შვარცმანი ერთმანეთს რომის მასტერსზეც შეხვდნენ და მაშინ არგენტინელმა იმარჯვა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
